ილია მეორე - ჩვენ გადმოცემა გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა, ღვთისგან დალოცვას ნიშნავს

ილია მეორე - ჩვენ გადმოცემა გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა, ღვთისგან დალოცვას ნიშნავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქო რეზიდენციაში ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრი გიდეონ საარი მიიღო. შეხვედრა საათნახევარი გაგრძელდა.

როგორც მისმა უწმიდესობამ აღნიშნა, საქართველოს სამოციქულო ეკლესიას და ქართველ ხალხს განსაკუთრებულად უყვარს ისრაელის სახელმწიფო და ებრაელი ხალხი.

"ჩვენ გადმოცემაც გვაქვს, რომ ებრაელისგან დალოცვა ღვთისგან დალოცვას ნიშნავს", - აღნიშნა ილია მეორემ და ებრაელთა დევნისა და ჰოლოკოსტის ხსენების დღესთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა, რომ იმჟამად მსოფლიომ ვერ შეძლო დროულად შეეჩერებინა ნაცისტების მიერ მილიონობით ებრაელის დევნა და წამება.

თავის მხრივ, ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მხრიდან ისრაელის მიმართ მეგობრული ურთიერთობა არის მიზეზი მისი საქართველოში ყოფნის და სწორედ ეს ურთიერთობები დაედო საფუძვლად მის მიერ შინაგან საქმეთა მინისტრის რანგში საქართველოს მოქალაქეებისთვის დაჩქარებული წესით სავიზო რეჟიმის გაუქმებას.

ამასთან, მინისტრის თქმით, მისთვის მნიშვნელოანი იყო, რომ სააღდგომოდ ქართველ მორწმუნეებს შესაძლებლობა ჰქონოდათ ისრაელში უვიზოდ შესულიყვნენ.

"ჩემთვის ცნობილია ქართველი ხალხის და საქართველოში მცხოვრები ერების განსაკუთრებული პატივისცემა, ნდობა და სიყვარული თქვენი უწმინდესობის მიმართ. ეს პატივისცემა და თქვენი ღვაწლის განსაკუთრებული აღიარება დიდი ხანია საქართველოს ფარგლებს გაცდა და ამიტომ მეც, როგორც ისრაელის წარმომადგენელი, განსაკუთრებულ პატივად ვიღებ თქვენთან შეხვედრას", - განაცხადა მინისტრმა და მის უწმინდესობას მზადყოფნა აღუთქვა, მისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს საქართველოს ეკლესიის ინტერესებს ისრაელში.

პატრიარქმა მადლობა მოახსენა მინისტრს გულისხმიერებისა და საქართველოს ეკლესიის დაფასებისთვის და გულთბილი მოკითხვის გადაცემა სთხოვა ისრაელის პრემიერ-მინისრისა და პრეზიდენტ პერესისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე, ხონის მიტროპოლიტი საბა (გიგიბერია) და პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია, ასევე ისრაელის მხრიდან - ელჩი იუვალ ფუქსი და დელეგაციის წევრები.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია