"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას

"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა დროებით წყვეტს მუშაობას

"რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა 15 მაისამდე მუშაობას წყვეტს. როგორც " ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, დღეიდან 15 მაისის ჩათვლით, ტექნოლოგიური პროცესებით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოებისა და გამწევი ბაგირის შეცვლასთან დაკავშირებით, "რიყე-ნარიყალას" საბაგირო გზა მუშაობას დროებით შეწყვეტს.

"რიყისა და ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო 2012 წლიდან ემსახურება თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს. გახსნის დღიდან დღემდე საბაგირო 1 298 124 მგზავრს მოემსახურა. აღნიშნული გეგმური სამუშაოების განხორიცელებაც სწორედ მგზავრების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილებისთვის ხორციელდება", - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია