"ქმრის მეგობარმა გამაუპატიურა" - ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც მოძალადისგან დაფეხმძიმდა

"ქმრის მეგობარმა გამაუპატიურა" - ქართველი გოგონას ისტორია, რომელიც მოძალადისგან დაფეხმძიმდა

ბოლო დროს გაუპატიურების გახშირებული ფაქტების გახმაურების შემდეგ ერთმა ქალბატონმა დაგვირეკა, - მოძალადეს სასჯელის უმაღლესი ზომა უნდა მიესაჯოს, ასეთმა მხეცმა მეც დამინგრია ცხოვრებაო - მითხრა აკანკალებული ხმით. შეხვედრა ვთხოვე, რაზეც კატეგორიული უარი მივიღე. ტელეფონით გასაუბრებაზე კი დამთანხმდა.

ქალბატონს პირობითად ნანა დავარქვი. აი, რა გვიამბო მან:

- მე და ჩემი ქმარი ახალი დაქორწინებული ვიყავით და ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობდით. ერთ საღამოს, როცა მეუღლე ღამის ცვლაში მუშაობდა, კარის საკეტი გამიფუჭდა. შემეშინდა, მარტო როგორ დავიძინო ღია კარში-მეთქი და ქმარს დავურეკე, - ამაღამ დედასთან გავათევ, დილით გამომიარე და ერთად დავბრუნდეთ შინ-მეთქი. უკვე გვიანია, სად უნდა წახვიდე, გურამს (პირობითი სახელია) დავურეკავ და საკეტს გააკეთებსო, მითხრა მეზობლად მცხოვრებ მეგობარზე. ცოტა ხანში მართლაც მოვიდა გურამი და საკეტი შეაკეთა. მეც მშვიდად დავიძინე. შუაღამისას, ღრმა ძილში ვიგრძენი, რომ ოთახში ვიღაც შემოვიდა. შეშინებულმა ხელი ღამის ნათურისკენ გავწიე, ჩართვა კი მოვასწარი, მაგრამ ყვირილი - ვერა, გურამი იყო, ჩემი ქმრის მეგობარი და მეზობელი, მთვრალი, გაბოროტებული... მხეცივით მეცა და ფერება დამიწყო. ვყვიროდი, მუშტებს ვურტყამდი, რაც ძალი და ღონე მქონდა, ვუძალიანდებოდი, მაგრამ ამაოდ... როდესაც გულისწადილი აისრულა, გასაღები საწოლზე დამიგდო, კიდევ შევხვდებითო, - ჩაიქირქილა და წავიდა. როგორც ჩანს, საკეტი რომ გააკეთა, შეუმჩნევლად აიღო სათადარიგო გასაღები. რას ვიფიქრებდი, თუ ასეთი ავხორცი და ნაძირალა იყო. სიმწრისგან ვღმუოდი, წარმოვიდგინე დანგრეული ოჯახი, სირცხვილი და შემეშინდა, ამ ამბავს ვერავის გავუმხელდი... ჩუმად გადავიტანე საშინელი ტკივილი.

- აპატიეთ? ამან უფრო არ გაათავხედა?

- დავემუქრე, თუ ჩემს სახლში ფეხს შემოდგამ ან ჩემი ქმრის გვერდით გაივლი, მოგკლავ-მეთქი. მერე ქმარიც დავარწმუნე - მარტო შინ ვერ ვრჩები, შიში დამჩემდა, იქნებ შენს მშობლებთან გადავიდეთ საცხოვრებლად, ან სულაც ჩემების ახლოს, როცა შინ არ იქნები, გვერდით ვინმე რომ მყავდეს-მეთქი. დედამთილ-მამამთილთან გადავსახლდით. ნეტავ თავიდანვე იქ ვყოფილიყავით. ამ ტკივილს ხომ არ გადავიტანდი... მოძალადისგან შვილი მყავს, მაგრამ ამას გვიან მივხვდი. როდესაც დავფეხმძიმდი, კი გამკრა გულში, ვაითუ, ბავშვი მისგან იყოს, მერე რა წყალს მივცე თავი-მეთქი, მაგრამ ბიჭუნა დაბადებიდანვე ისე მგავდა, თავი დავიმშვიდე, გადავრჩი-მეთქი და დავივიწყე ის საშინელი ღამე, სანამ კიდევ ერთი საშინელი ღამე არ დამიდგა. სამი შვილი გვყავს, უბედნიერესი ოჯახი გვქონდა, მაგრამ ერთ საღამოს, როდესაც პოლიციიდან დაგვირეკეს, თქვენი ვაჟი ავარიაში მოხვდა, დაშავდა და რეანიმაციაშიაო, მუხლები მომეკვეთა. სისხლის გადასხმა სჭირდებოდა. მისი სისხლის ჯგუფი არც ჩემსას დაემთხვა, არც მამისას. ქმარი გაოგნებული მიყურებდა, - რა ხდებაო. დავკარგე ფერი, აზროვნების უნარი, გამახსენდა, როგორ გამაუპატიურა ქმრის მეგობარმა და დაჭრილი ნადირივით ავღრიალდი. ერთი კვირა გონს არ ვიყავი. არ გამიგია, როგორ გადარჩა ჩემი შვილი. როცა თვალები გავახილე, ქმარი თავზე მადგა. განადგურებულმა მკითხა, - დაბრუნდი? ხომ აღარ შემაშინებო და საშინლად შემრცხვა, რომ ასეთ კაცს მთელი სიცოცხლე ვატყუებდი.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

„პრაქტიკულ აკადემიაში“ გრაფიკული დიზაინის პროფესიულ პროგრამაზე ახალი ნაკადის მიღება დაიწყო

როგორია ჩინეთიდან ჩამოსული მოქალაქეების მდგომარეობა, რომლებსაც ბათუმში აკვირდებოდნენ - გამყრელიძის კომენტარი

მალხაზ მაჩალიკაშვილი - "დედას გიტირებთ, ნაძირალათა ხროვა ხართ დღევანდელი ხელისუფლება"