ფულიან "დედიკოებზე" მონადირე ქართველი სუპერმენი - "ჩემი ამბის მთავარ გმირს ალბათ, ბევრი ქალი ამოიცნობს

ფულიან "დედიკოებზე" მონადირე ქართველი სუპერმენი - "ჩემი ამბის მთავარ გმირს ალბათ, ბევრი ქალი ამოიცნობს

"ჩემი ამბის მთავარ გმირს ალბათ, ბევრი ქალი ამოიცნობს, თუმცა მისი სახელის გამხელას არ ვაპირებ. ისე, ყველაფრის ღირსია, მაგრამ მაინც ჩემი ბრალია, ასეთი კაცი არ უნდა შემყვარებოდა", - ამბობს ლიკა.

"ვბღაოდი, კი არ ვტიროდი, ლევანი მიყვარდა, ის კი მთელი კვირა ნებივრობდა 18 წლით უფროს ქვრივ, რუს დედაკაცთან მალდივის კუნძულებზე"

ლიკა: - ლევანს (სახელი შევცვალე) კარგი სამსახურიც აქვს და საზოგადოებაში თავისი ადგილიც. ძალიან სიმპათიურია - მაღალი, მხარბეჭიანი. შეუძლია შრომით ბევრს მიაღწიოს, მაგრამ მისთვის მთავარი პროფესიული წარმატება კი არა, ფულია, რაც საშუალებას მისცემს, როგორც უნდა, ისე გაერთოს... ნებიერი ბიჭის ხასიათი აქვს და ეძებს მზრუნველ ქალებს. თუ ფულიან, მარტოხელა ქალს კარგი მანერების მქონე ინტელექტუალურ მამაკაცთან ერთად დასვენება სურს, ლევანი დიდებული ვარიანტია. მას არც ჭკუა აკლია, ღირსეულადაც უჭირავს თავი და მშვენივრად იცის, რა სურთ ქალებს...

მას უამრავი "თაყვანისმცემელი" ჰყავს, რომლებსაც ჩემსავით დაემართათ - უყვართ ეს არამზადა და მზად არიან ყველაფერი გააკეთონ კონკურენტების ჩამოსაშორებლად, ამისთვის კი ფულია საჭირო. საქმე ის არის, რომ ეს კაცი, მატერიალურ სიამოვნებას იღებს მისი სიყვარულით გამოშტერებული ქალებისგან და სანამ სხვა უფრო მეტს არ შესთავაზებს, ძველთან რჩება. მისი "კლიენტები" ძირითადად უცხოელები არიან - შემოატარეს მსოფლიო, მათი ფულით შეიძინა ბინა, აგარაკი. დადის მაგარი მანქანით, უცხოელი თაყვანისმცემლები ხშირად საქართველოშიც აკითხავენ. "დედიკოები" მისთვის არაფერს იშურებენ. განსაკუთრებით, ასაკით უფროსი ქალები აინტერესებს.

- ვერ მიხვდით, რომ ალფონსი იყო?

- ვერა... ერთ დღეს მითხრა, მივლინებაში მივდივარო. საღამოს ბინა მივალაგე და თვალი ვკიდე მის "ნოუთბუკს". დავაპირე გამეხსნა, მაგრამ ცუდ საქციელად მივიჩნიე, ამიტომ მტვერი მოვაცილე და დიდი სიყვარულით თაროზე შემოვდე. ერთი კვირა გავიდა და "ნოუთბუკისკენ" გახედვასაც ვერ ვბედავდი, მეშინოდა, ხელი არ წამცდენოდა და არ ჩამერთო. ბოლოს სულმა წამძლია, კანკალმა ამიტანა, ისე მომინდა მის პირად მიმოწერებში შეძრომა. სხვათა შორის, "ნოუთბუკი" დაბადების დღეზე მე ვუყიდე. მოკლედ, სიმამაცე მოვიკრიბე და სკაიპში, რომელიც ღიად დარჩენოდა და პაროლის შეყვანა აღარ დამჭირდა, მესიჯები წავიკითხე, - სულ ქალები სწერდნენ, ევაჭრებოდნენ, მე მეტს გადაგიხდიო, მე უკეთეს ადგილზე გეპატიჟები, მე საუკეთესო მაღაზიებს მოგატარებო... ეჭვი ყოველთვის მღრღნიდა, მაგრამ თავს ბოლომდე მაინც არ ვუტყდებოდი, ახლა კი... ვბღაოდი, კი არ ვტიროდი, ლევანი მიყვარდა, ის კი მთელი კვირა ნებივრობდა 18 წლით უფროს ქვრივ, რუს დედაკაცთან მალდივის კუნძულებზე.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია