დედა პარასკევამ სამთავროს დედათა მონასტერი დატოვა? - მოხდა თუ არა კონფლიქტი დედა ქეთევანსა და დედა პარასკევას შორის

დედა პარასკევამ სამთავროს დედათა მონასტერი დატოვა? - მოხდა თუ არა კონფლიქტი დედა ქეთევანსა და დედა პარასკევას შორის

გავრცელებული ინფორმაციით, დედა პარასკევამ სამთავროს დედათა მონასტერი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ინტერნეტსივრცეში ვრცელდება.

"კვირასთვის" მიცემულ ინტერვიუში დედა პარასკევა აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს და აცხადებს, რომ სამთავროს დედათა მონასტერი წინამძღვრის, დედა ქეთევანის მუქარის შემდეგ დატოვა.

დედა პარასკევას განცხადებით, დედა ქეთევანმა იგი უშვერი სიტყვებით გალანძღა და მიმართა, დაეტოვებინა მონასტერი. ამის შემდეგ დედა პარასკევამ გადაწყვიტა, მონასტრიდან უჩუმრად წამოსულიყო.

დედა პარასკევა ინტერვიუში აცხადებს, რომ დედა ქეთევანი მას მამა გაბრიელის სიყვარულისა და ერთგული მსახურებისთვის დევნიდა. მისი თქმით, ჩამოართვეს კელიის გასაღებიც. გარდა ამისა, მოსთხოვეს დაეტოვებინა სინჯარა, სადაც მამა გაბრიელის წმინდა სისხლია მოთავსებული, თუმცა დედა პარასკევამ იგი არ დათმო.

დედა პარასკევა დასძენს, რომ ამჟამად საცხოვრებლად ძმასთან ოჯახში იმყოფება და პატრიარქის საქართველოში დაბრუნებას ელოდება.

აღნიშნული ფაქტის გადამოწმებას "ამბები. გე" საპატრიარქოს სამდივნოში შეეცადა.

სამდივნოში აცხადებენ, რომ ეს ინფორმაცია მათთვის უცნობია და ამ ეტაპზე მათ მიერ გადამოწმებული არ არის.

Ambebi.ge ამ თემაზე მუშაობას გააგრძელებს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია