რა არის "კაზანტიპის" ფესტივალი, რომელიც ყირიმის ნაცვლად საქართველოში ჩატარდება (+14 ფოტო)

რა არის "კაზანტიპის" ფესტივალი, რომელიც ყირიმის ნაცვლად საქართველოში ჩატარდება (+14 ფოტო)

"კაზანტიპი" ელექტრონული მუსიკის ფესტივალია, რომელიც ამ დრომდე ყოველწლიურად ყირიმში იმართებოდა. ამიერიდან ის ყირიმის ნაცვლად, საქართველოში, ანაკლიაში ჩატარდება. ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი სიგუამ განაცხადა. მისი თქმით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გათვლაა, რომ უკრაინელი ტურისტების რაოდენობა 100%-ით გაიზარდოს.

"სავარაუდოდ, ერთ კვირაში გაფორმდება ხელშეკრულება სარეკლამო კომპანიასთან, რომელიც გრანდიოზულ კამპანიას გააკეთებს უკრაინაში. შეთანხმება არის ასევე მიღწეული უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებთან, ახალი რეისების დანიშვნაზე ბათუმის აეროპორტში, კიევის, ხარკოვისა და ლვოვის მიმართულებით, სულ საუბარია 11 რეისზე კვირაში. ამასთან, საქართველოში გაიმართება "კრიმფესტისა" და "კაზანტიპის" ანალოგი ფესტივალი, რომლებიც ყირიმში ტარდებოდა", - განაცხადა გიორგი სიგუამ.

Ambebi.ge გთავაზობთ ფოტოგალერეას, რომელიც ერთგვარ წარმოდგენას შეგიქმნით "კაზანტიპის" ფესტივალზე.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნახეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ: ზაფხულის ტურისტული სეზონი თვის ბოლოს გაიხსნება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია