"რუსთავი 2"-ის ტოპმენეჯმენტის ვიდეო ჩანაწერის პირადი ხასიათის დეტალები (+ვიდეო)

"რუსთავი 2"-ის ტოპმენეჯმენტის ვიდეო ჩანაწერის პირადი ხასიათის დეტალები (+ვიდეო)

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიას და საინფორმაციო სამსახურის უფროს ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებში ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერებია გაკეთებული , - ამის შესახებ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, შუბლაძის შემთხვევაში ადგილი აქვს როგორც საქმიან, ისე პირადი ხასიათის ჩანაწერებს.

"მიუხედავად არაერთი დაპირებას, რომ პირველ რიგში ამ მიმართულებით მოხდებოდა რადიკალური ცვლილებები, ჩვენ შემთხვევაში ადგილი აქვს უპრეცედენტო შემთხვევას - წამყვანი ტელეკომპანიის ტოპმენეჯმენტის აუდიო ვიზუალურ თვალთვალს. რამდენიმე დღის წინ შსს-დან გამოჟონა ინფორმაციამ და მოგვაწოდოს ვიდეომასალა სადაც თვალნათვლივ ჩანს როგორ მიდის ჩემი და საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნინო შუბლაძის აუდიო-ვიზუალური ჩაწერა. წარმოდგენილი მასალა მოიცავს 2 ფაილს. ჩემ შემთხვევაში ჩანაწერის ქრონომეტრაჟი არის 15 წუთი, ნინო შუბლაძეზე- 1 საათი. მედიას მივცემთ ამონაკრებს თითო წუთიანს. დანარჩენზე არის პირადი ხასიათის დეტალები, რომლის გამხელისგან თავს შევიკავებთ", - აღნიშნა გვარამიამ.

მისივე თქმით, ინფორმატორის ცნობით, არსებობს კიდევ რამდენიმე ფაილი, რომელიც ასახავს ჩვენი კომპანიის თანამშრომლების საქმიან და პირადი ხასიათის საუბრების და შეხვედრების ჩანაწერებს.

"ჩვენი ძალებით ვეცადეთ სათვალთვალო ტექნიკის აღმოჩენა, მაგრამ ვერ შევძელით. აღმოვაჩინეთ სპეციფიური ნახვრეტები, თუმცა ვიდეოკამერები არ დაგხვდა", - აღნიშნა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო

დაგაინტერესებთ: ფარული ჩანაწერები ნიკა გვარამიას და ნინო შუბლაძის სამუშაო კაბინეტებიდან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია