ქართველები ყველაზე მეგობრული ერების მსოფლიო რეიტინგში - რას წერს HubPages საქართველოზე

ქართველები ყველაზე მეგობრული ერების მსოფლიო რეიტინგში - რას წერს HubPages საქართველოზე

ვებგვერდი HubPages, რომელიც უცხოელ ტურისტებს სხვადასხვა ქვეყნებს აცნობს, ამჯერად ყველაზე გულთბილი და მეგობრული ადამიანებით დასახლებული ქვეყნების რეიტინგს ავრცელებს.

"ყველას გვყავს მეგობრები, რომლებიც მოგზაურობის შემდეგ გვიყვებიან, რამდენად კომფორტული იყო ამა თუ იმ ქვეყანაში მოგზაურობა, ქონდათ თუ არა ენობრივი ბარიერი, ან რამდენად მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ ადგილობრივებთან. თუ თქვენთვის უცხო ქვეყნის ღირშესანიშნაობების მონახულებასთან ერთად მნიშვნელოვანია კეთილი, მეგობრული და თავაზიანი ხალხის გაცნობა, ამ რეიტინგის გადახედვას გირჩევთ", - წერს სტატიის ავტორი.

10 ქვეყნის რეიტინგში საქართველოს მესამე ადგილი ერგო.

"საქართველო სახლია ერის, რომელიც მახვილგონიერი იუმორის გრძნობით, თავაზიანობით, შესაშური და საუცხოო სტუმართმოყვარეობით გამოირჩევა. ერთადერთი, რაც ტურისტს მოეთხოვება, საქართველოში ვიზიტია, სადაც ურთიერთობა მეგობრულ ადამიანებთან მოუწევს. მიიღეთ ეს შთაბეჭდილება დედაქალაქ თბილისიდან შავი ზღვის სანაპირომდე", - წერს HubPages საქართველოზე.

მეგობრული ქვეყნების რეიტინგი ასე გამოიყურება:

1. კოლუმბია

2. ფიჯი

3. საქართველო

4. ვიეტნამი

5. კანადა

6. ახალი ზელანდია

7. თურქეთი

8. ჩილე

9. მალავი

10. ინდონეზია

მომზადებულია hubpages.com-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია