მილიარდერი ქართველი, რომელზეც არაფერი გსმენიათ

მილიარდერი ქართველი, რომელზეც არაფერი გსმენიათ

ყველაზე მდიდარი ქართველები, ჩვენი ქვეყნის გარდა, დაახლოებით მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ცხოვრობენ.

ცნობილია, რომ ყველაზე მდიდარი ქართველები, ჩვენი ქვეყნის გარდა, დაახლოებით მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ცხოვრობენ. ჩვენ შევეცდებით, უფრო ახლოს გაგაცნოთ ისინი, მათი ქონება და წარმატებული ბიზნესის ფორმულა.

თემურ სეფიაშვილი, იგივე ტამირ საპირი, ერთ დროს საქართველოდან ემიგრირებული ებრაელია, რომელიც ამჟამად მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორისაა და მისი ქონება, 2010 წლის მონაცემებით, 1,4 მილიარდი დოლარი იყო. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ როცა თბილისელი სეფიაშვილი მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა 937-კაციან რეიტინგში 721-ე ადგილზე აღმოჩნდა, მისი ქონება უკვე 700 მილიონამდე იყო შემცირებული.

მისი კომპანია მანჰეტენზე 2,5 მილიონ კვ/მ უძრავ ქონებას ფლობს. საკმაოდ საინტერესო ცხოვრება აქვს და რაღაცით ჰოლივუდური ფილმის სიუჟეტს წააგავს. ერთხელ რიგითი თბილისელი სტუდენტი ამერიკაში ბედის საძიებლად გაემგზავრა და იღბალი პირდაპირ თავში "მოხვდა". ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით, თუმცა ხუმრობაშიც ხომ არის სიმართლის მარცვალი.

საპირი ფლობს ოთხ ენას, აქვს ჩვიდმეტსართულიანი სახლი მექსიკაში, თვითმფრინავი, რომელიც სირიის აწ გარდაცვლილი პრეზიდენტისგან, ჰაფეზ ასადისგან შეიძინა და იახტა, რომელიც ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. სხვათა შორის, მისი სახელი ბევრჯერ იყო გარეული სკანდალში, მაგრამ ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. ამბობენ, რომ საპირი არასდროს მალავს წარსულს და ღიმილით იხსენებს საბჭოთა დროს, იმას, თუ როგორ იშოვნა პირველი ფული.

თემურ სეფიაშვილი თბილისში დაიბადა. ოჯახს სამი ოთახი ჰქონდა ხოდაშენის #14-ში. მამამისი საბჭოთა შეიარაღებული ძალების მაიორი იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ თემურმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა. მეოთხე კურსზე იყო, როცა ოჯახი საქართველოდან გაემგზავრა და სწავლისთვის თავის დანებება მოუხდა. "ჩემი თანაკურსელი იყო სტალინის შვილიშვილი ვასილი, რომელთანაც ვმეგობრობდი. არასდროს დამავიწყდება, როგორ დავპატიჟე ვასილი სახლში და მამას გავაცანი. როცა გაიგო, ვისი შვილიშვილი იყო, მამა მის წინ მუხლებზე დაეცა და ბედნიერებისგან ატირდა", - იხსენებს საპირი.

მამის გარდაცვალების შემდეგ საპირის ოჯახი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდა. თუმცა თემურმა გამოსავალს მიაგნო - მეგობარმა, რომელიც საპასპორტოში მუშაობდა, ისრაელში გამგზავრების მსურველთათვის პასპორტის შევსება ასწავლა და საქმეც გამოუჩნდა. იმ დროს საპასპორტოში ხალხმრავალი რიგები იყო, თემურმა კი წარმატებით აითვისა ეს საქმე და მალე კარგი ანაზღაურებაც მიიღო. 24 წლისამ იქორწინა. სწორედ მაშინ გაემგზავრა წმინდა მიწაზე. 1973 წელი იდგა, ისრაელსა და არაბებს შორის საომარი მოქმედები იყო გაჩაღებული. თემურმა გადაწყვიტა, ისრაელი დაეტოვებინა და ამერიკის პატარა ქალაქ კენტუკიში გაემგზავრა. "თანახმა ვიყავი, ნებისმიერი სამუშაო შემესრულებინა. მოხუცი ქალბატონების მომსახურება მომანდეს. ისინი სახლიდან სპეციალურ ცენტრში მიმყავდა, სადაც სიმღერით, ქსოვითა და სხვა ხელსაქმით იქცევდნენ თავს. სწორედ მათ მასწავლეს ინგლისური. მეზობლად კი მდიდარი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც რამდენიმე მაღაზია ჰქონდა გახსნილი. ხელსაწყოებით ვაჭრობდა და შემომთავაზა, მასთან დამეწყო მუშაობა", - იხსენებს მილიარდერი. მუშაობდა მძღოლად, დამლაგებლად და მტვირთავად. ამავე დროს ეუფლებოდა ინგლისურ ენას და ფულსაც აგროვებდა. ათი თვის შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა და თემურ სეფიაშვილი ტაქსის მძღოლად მოეწყო. "დღე და ღამე ვმუშაობდი, რადგან მიზნად დავისახე, ავტომობილი გამომესყიდა. თვითმფრინავის პირველი რეისის მოლოდინში აეროპორტში მეძინა. ექვს თვეში ტაქსი მართლაც ჩემი გახდა. დღეში 300-400 დოლარს ვშოულობდი და თან დროც მქონდა, ოჯახთან ერთად წავსულიყავი პარკში, კინოში, რესტორანში", - ამბობს საპირი. თითქოს ყველაფერი ჰქონდა მშვიდი ცხოვრებისთვის, მაგრამ ამას არ დასჯერდა. საპირმა იცოდა, რომ ვინც რისკზე არ მიდის, ის ვერაფერს აღწევს. ერთ მშვენიერ დღეს მთელი დანაზოგი და 10-ათასდოლარიანი კრედიტი ჩადო საქმეში ემიგრანტ სემ კისლინთან ერთად და ბროდვეიზე ელექტროსაქონლის მაღაზია გახსნა. "ჩვენს მაღაზიას სტუმრობდნენ ემიგრანტები და სტუმრები საბჭოთა კავშირიდან. რა გაჰქონდა საბჭოთა ხალხს უცხოეთიდან? მაგნიტოფონები და ვიდეომაგნიტოფონები", - იხსენებს საპირი.

იხილეთ სტატია სრულად

"საქმე არ არის ადვილად გადასაწყვეტი..." - რას წერდა რუსეთის პატრიარქი ილია მეორეს გახელაძის საქმეზე და რა უპასუხა მას საქართველოს პატრიარქმა დატყვევებულის გათავისუფლების შემდეგ

"მე ისრები არავისზე არ გადამაქვს, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი ჩემი, თქვენი, მთავრობის და ყველას პასუხისმგებლობაა" - ამირან გამყრელიძე

"არავისზე ნაკლებად არ მიყვარს ჩემი შვილები და სიძეები, რომლებიც "სინოფარმით" არიან აცრილები" - იმნაძის თქმით, დაცვა ყველა ვაქცინას თითქმის თანაბარი აქვს