ცოდვილი ქმარი, მაგარი ნაშა, ბოთე ემიგრანტები და თბილისში გათხოვების მსურველები

ცოდვილი ქმარი, მაგარი ნაშა, ბოთე ემიგრანტები და თბილისში გათხოვების მსურველები

რუბრიკები, ჟურნალი "გზა"

გა­მარ­ჯო­ბა. პირ­და­პირ იმით და­ვიწყებ, რომ "გზავ­ნი­ლებ­ში" სი­ახ­ლეს გთა­ვა­ზობთ. ამი­ე­რი­დან შე­გიძ­ლი­ათ, თქვე­ნი პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მოგ­ვ­წე­როთ და ვეც­დე­ბით, მის გა­დაჭ­რა­ში და­გეხ­მა­როთ. საქ­მე არ ეხე­ბა მხო­ლოდ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ამ­ბებ­სა და პი­რად ცხოვ­რე­ბას. გთა­ვა­ზობთ, რომ ყო­ფით პრობ­ლე­მებ­ზე მოგ­ვიყ­ვეთ. უფ­რო დაწ­ვ­რი­ლე­ბით კი ცო­ტა ქვე­მოთ წა­ი­კითხეთ. სი­ახ­ლე იმას არ ნიშ­ნავს, რომ სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი აღარ უნ­და მოგ­ვ­წე­როთ. ამი­ტომ, ჯერ ამ კვი­რა­ში მო­სულ მე­სი­ჯებს გა­ე­ცა­ნით.

ცოდ­ვი­ლი ქმა­რი

"ჩემს ახ­ლო­ბელს შარ­შან­წინ 32 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა, თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნით. დი­აგ­ნო­ზის დას­მამ­დე ახალ­გაზ­რ­და ქა­ლი უკ­ვე გაყ­რი­ლი იყო ქმარ­თან, ვის­თა­ნაც 8 წე­ლი­წა­დი ძაღ­ლუ­მა­დუ­რად იცხოვ­რა... თურ­მე ორ­ჯერ უჩივ­ლა ქმარს უბ­ნის პო­ლი­ცი­ა­ში, - მცემ­სო, მაგ­რამ რე­აქ­ცია არა­ვის ჰქო­ნია. ბო­ლოს, რო­ცა გო­ნა­რე­ულ კაცს ცო­ლი კი­ნა­ღამ შე­მო­აკ­ვ­და, სო­ფო მიხ­ვ­და, ამ საქ­მეს აღა­რა­ფე­რი ეშ­ვე­ლე­ბო­და, ქმა­რი მი­ა­ტო­ვა და სა­სა­მარ­თ­ლო­ში გაყ­რა­ზეც შე­ი­ტა­ნა გან­ცხა­დე­ბა. ცო­ტა ხან­ში თა­ვის სა­ში­ნე­ლი ტკი­ვი­ლე­ბი და­ეწყო. დე­დას უმა­ლავ­და, თო­რემ თა­ვად რა და­ა­ვიწყებ­და, წიხ­ლე­ბი რო­გორ ურ­ტყა ქმარ­მა. მშობ­ლებ­მა და ძმამ ცა და დე­და­მი­წა შეძ­რეს მის გა­და­სარ­ჩე­ნად, გერ­მა­ნი­ა­ში უნ­და წა­ეყ­ვა­ნათ სამ­კურ­ნა­ლოდ, მაგ­რამ გვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და... მშობ­ლებ­მა იცოდ­ნენ, რაც და ვინც იყო მა­თი შვი­ლის სიკ­ვ­დილ­ში დამ­ნა­შა­ვე, მაგ­რამ ერ­თი წლის შემ­დეგ ჩი­ვილს რა­ღა აზ­რი ჰქონ­და? ზა­ზას და სო­ფოს ურ­თი­ერ­თო­ბა მა­შინ და­იწყო, რო­ცა გო­გო­ნა 21 წლის იყო, ვა­ჟი - 23-ის. გაც­ნო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში ზა­ზამ სო­ფოს უთხ­რა: იმ კვი­რა­ში ხე­ლის სათხოვ­ნე­ლად მო­ვალ თქვენ­თან; თუ უარი მი­ვი­ღე, იცო­დე, მო­გი­ტა­ცე­ბო. გა­ოც­და სო­ფო. მა­საც მოს­წონ­და ზა­ზა, მაგ­რამ ასეთ "შე­მო­ტე­ვას" არ ელო­და. არ ამ­ხელ­და, თო­რემ გულ­ში აღაფ­რ­თო­ვა­ნებ­და ბი­ჭის სი­თა­მა­მე. მშობ­ლე­ბი გა­აფ­რ­თხი­ლა, - ზა­ზა ხე­ლის სათხოვ­ნე­ლად მოს­ვ­ლას აპი­რებს. მეც მიყ­ვარს და თა­ნახ­მა ვარ, ცო­ლად გავ­ყ­ვეო. და­ფა­ცურ­დ­ნენ სო­ფოს მშობ­ლე­ბიც, ჩი­ნე­ბუ­ლად დახ­ვ­დ­ნენ სა­სი­ძოს. ქორ­წი­ლი ერთ თვე­ში გა­და­ი­ხა­დეს. ზა­ზამ თა­ვი­სი ხა­სი­ა­თი მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ავ­ლი­ნა... ბავ­შ­ვი ორი წლის მე­რე შე­ე­ძი­ნათ. ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­შიც რო­გორ­ღაც თავს იჭერ­და ზა­ზა, თუმ­ცა რამ­დენ­ჯერ­მე ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ისე­თი სცე­ნე­ბი გა­უ­მარ­თა ცოლს, ცხა­რე ცრემ­ლით ატი­რა. სო­ფო თა­ვი­სი­ა­ნებს არა­ფერს უმ­ხელ­და, არ უნ­დო­და, ენერ­ვი­უ­ლათ ან რა­ი­მე უსი­ა­მოვ­ნე­ბა ჩა­მო­ვარ­დ­ნი­ლი­ყო ოჯა­ხებს შო­რის... გო­გო­ნას და­ბა­დე­ბამ დი­დი სი­ხა­რუ­ლი მო­ი­ტა­ნა. მე­რე ბი­ჭი გაჩ­ნ­და. თით­ქოს შვი­ლე­ბის შე­ძე­ნას უნ­და გა­მო­ე­კე­თე­ბი­ნა ზა­ზას ბუ­ნე­ბა, პი­რი­ქით კი მოხ­და. ბავ­შ­ვე­ბი უყ­ვარ­და, ეფე­რე­ბო­და, ზრუ­ნავ­და მათ­ზე, მაგ­რამ სო­ფოს სას­ტი­კად ეპყ­რო­ბო­და. სო­ფო კი ით­მენ­და, რად­გან მე­ო­რე დღეს, გულ­გაგ­რი­ლე­ბუ­ლი და გონს მო­სუ­ლი ზა­ზა პა­ტი­ე­ბას სთხოვ­და, - ხომ იცი, ნერ­ვე­ბი მღა­ლა­ტობს და ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბელ­ზე ვიყ­რი ჯავ­რ­სო... დრო გა­დი­ო­და და ყვე­ლა­ფე­რი თან­და­თან უარეს­დე­ბო­და. ერ­თხელ სო­ფო მე­გო­ბარ­თან ერ­თად მი­ვი­და უბ­ნის ინ­ს­პექ­ტორ­თან და თა­ვი­სი გა­სა­ჭი­რი შეს­ჩივ­ლა, ისიც ოჯახ­ში მი­ვი­და და ზა­ზას ხელ­წე­რი­ლი და­ა­წე­რი­ნა, რომ მსგავ­სი შემ­თხ­ვე­ვა აღარ გან­მე­ორ­დე­ბო­და, მაგ­რამ კა­ცი მშვი­დად მხო­ლოდ ორი კვი­რა იყო, მე­რე ისევ ძვე­ლე­ბუ­რად აგ­რ­ძე­ლებ­და. მა­ლე სო­ფოს მშობ­ლებ­მაც გა­ი­გეს სი­ძის "ნევ­რო­ზის" შე­სა­ხებ და ქა­ლიშ­ვილ­თან მი­ვიდ­ნენ. ზა­ზა ნა­თე­სავ­თან გა­ი­ძურ­წა. მის­მა მშობ­ლებ­მა კი აღ­შ­ფო­თე­ბულ მძახ­ლებს ბო­დი­ში უხა­დეს შვი­ლის საქ­ცი­ე­ლის გა­მო და ყვე­ლა­ფე­რი ზა­ზას ნევ­როზს გა­და­აბ­რა­ლეს... ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ლა­პა­რა­კის შემ­დეგ სო­ფოს მა­მამ თქვა: ჩე­მი შვი­ლის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას და ბედ­ნი­ე­რე­ბას ვერ შევ­წი­რავ სი­ძის ნერ­ვებს, ამი­ტომ სო­ფოს და შვი­ლიშ­ვი­ლე­ბის წაყ­ვა­ნა მინ­დაო... მა­შინ სო­ფომ უარი უთხ­რა მა­მას, - ამ ერ­თხელ ვა­პა­ტი­ე­ბო. თუმ­ცა გა­მოხ­და ხა­ნი და ერ­თხე­ლაც ჩხუ­ბის შემ­დეგ ცხვირ­პირ­და­სი­ვე­ბუ­ლი სო­ფო შვი­ლებ­თან ერ­თად მშობ­ლებ­თან დაბ­რუნ­და. სი­ძე კი ისევ და­ი­მა­ლა და ორი თვე არც გა­მო­ჩე­ნი­ლა. ამა­სო­ბა­ში სო­ფოს მო­უ­შუშ­და ჩა­ლურ­ჯე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი. ზა­ზამ იფიქ­რა, სო­ფოს ბრა­ზი გა­ნე­ლე­ბუ­ლი ექ­ნე­ბაო და და­უ­რე­კა, - ოღონდ მა­პა­ტიე და ამი­ე­რი­დან ხმის ამომ­ღე­ბი აღარ ვა­რო. ზა­ზა ახ­ლო­საც აღარ გა­ი­კა­რა. 1 წე­ლი­წად­ში კი გარ­და­იც­ვა­ლა კი­დეც. სო­ფოს დაკ­რ­ძალ­ვის მე­რე ისიც თქვეს, ზა­ზას თა­ვის მოკ­ვ­ლა უნ­დო­და, სო­ფოს სიკ­ვ­დი­ლის ამ­ბა­ვი რომ გა­ი­გოო. მი­სი თა­ვის მოკ­ვ­ლა რა­ღას უშ­ვე­ლი­და, საწყალ გო­გოს? ამ ამ­ბავს იმი­ტომ მო­გი­ყე­ვით, რომ სხვებ­მა გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ. თა­ნაც, სო­ფოს გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან 2 წე­ლი ხდე­ბა და მინ­და, გა­ვიხ­სე­ნო. ნა­თი­ა".

მა­გა­რი ნა­შა

"ად­რე მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობ­და ერთ-ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, დიდ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კე­ბით" გა­იც­ნო თა­ვი­სი სო­მე­ხი კო­ლე­გა, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობ­და, - ძა­ან მა­გა­რი ქა­ლი და თა­ვი მო­იკ­ლა, სა­ნამ სომ­ხე­თი­დან დე­ლე­გა­ცია არ ჩა­მო­იყ­ვა­ნა. იცო­და, რომ უნ­და ჩა­მო­სუ­ლიყ­ვ­ნენ 3 მა­მა­კა­ცი და ერ­თი - ის, "მა­გა­რი ნა­შა". რა თქმა უნ­და, აერო­პორ­ტ­ში დახ­ვ­და. ხე­დავს, ტრაპ­ზე ჩა­მო­ვი­და ყვე­ლა. ის 3 კა­ცი ჩანს, მაგ­რამ "მა­გა­რი ნა­შა" - არა. მგზავ­რებს გა­მო­ე­ყო 4 კა­ცი და მის­კენ გა­ე­მარ­თა. ეს მი­სი სტუმ­რე­ბი იყ­ვ­ნენ. ერთს კარ­გად რომ და­აკ­ვირ­და, აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ქა­ლი ყო­ფი­ლა. თურ­მე, იმ ჩე­მი ცოდ­ვით სავ­სეს სხვი­სი სუ­რა­თი ედო "ოდ­ნოკ­ლას­ნი­კებ­ზე". ნუ, რა უნ­და ექ­ნა? წა­იყ­ვა­ნა რეს­ტო­რან­ში. ისი­ნი სვამ­დ­ნენ ღვი­ნოს, ეს სვამ­და არაყს. რაც მეტს სვამ­და, მე­ტად ემ­ს­გავ­სე­ბო­და ის სო­მე­ხი ქალს. ბო­ლოს, რო­გორც იქ­ნა, წა­ვი­და ყვე­ლა სას­ტუმ­რო­ში და ჩე­მი მე­გო­ბა­რი ამ კაც-ქა­ლას აუტა­ნია სა­ძი­ნე­ბელ­ში, ზურ­გით. დი­ლით გა­იღ­ვი­ძა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა და რას ხე­დავს? სა­წოლ­ზე მის გვერ­დ­ზე ვი­ღაც კა­ცი ზის, ბე­ჭებ­ზე დი­დი ბან­ჯ­გ­ვ­ლე­ბით. უცებ იკივ­ლა თურ­მე, გა­მო­ხე­და იმ კაც­მა და აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ "ის ქა­ლი" ყო­ფი­ლა. - "ჩე­ვო ტე­ბე, ცა­ვა­ტა­ნე­მ?" - უკითხავს. ამ ამ­ბავს რომ ჰყვე­ბო­და, თან სა­შინ­ლად იჭყა­ნე­ბო­და. - ერ­თი მხრივ კარ­გი იყო, ძლივს მი­ვაღ­წიე ტუ­ა­ლე­ტამ­დე, ამო­ვი­ღე კუ­ჭი­დან რაც კი ვჭა­მე და დავ­ლიე, "პახ­მე­ლია" შე­მიმ­სუ­ბუქ­დაო, - და­ა­მა­ტა ბო­ლოს და ინ­ტერ­ნე­ტით ქა­ლე­ბის გაც­ნო­ბა აიკ­რ­ძა­ლა".

ბო­თე ემიგ­რან­ტე­ბი

"ჩე­მო კარ­გო მა­რი, კი­დევ ერთ ნამ­დ­ვილ ამ­ბავს შე­მოგ­თა­ვა­ზებთ, თუ რო­გორ გავ­ხ­დით მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი თაღ­ლი­თის მსხვერ­პ­ლი. ერ­თხელ მე და ჩე­მი მე­გო­ბა­რი მა­რია მი­ვა­ბი­ჯებდით ტუ­რის­ტე­ბით სავ­სე ქუ­ჩა­ზე და ერ­თი სიმ­პა­თი­უ­რი ბი­ჭი აგ­ვე­დევ­ნა, რო­მელ­საც ხელ­ში ლა­მა­ზი ცე­ლო­ფა­ნი ეჭი­რა. გაგ­ვა­ჩე­რა და ხმა­დაბ­ლა დაგ­ვიწყო ლა­პა­რა­კი, - ცე­ლო­ფან­ში ფრან­გუ­ლი სუ­ნა­მო­ე­ბი და სათ­ვა­ლე­ები მაქვს, ძა­ლი­ან ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლიაო; სუ­ნა­მოს 150 ევ­რო ეწე­რა, სათ­ვა­ლეებს - 180. ამ ყვე­ლა­ფერს 50 ევ­როდ მოგ­ცემთ, მო­პა­რუ­ლიაო. ჩვენ არ დავ­თან­ხ­მ­დით და გა­ვაგ­რ­ძე­ლეთ გზა. ისევ დაგ­ვე­წია და რამ­დე­ნიც გაქვთ, მო­მე­ცი­თო. ჩვენც 20 ევ­რო მი­ვე­ცით, იმან ცე­ლო­ფა­ნი მოგ­ვა­ჩე­ჩა და უკან­მო­უ­ხე­და­ვად გა­იქ­ცა. სათ­ვა­ლე 3-ევ­რო­ი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და, სუ­ნა­მო კი - 1-ევ­რო­ი­ა­ნი წყა­ლი. მინ­და, ყვე­ლა ემიგ­რან­ტი გა­ვაფ­რ­თხი­ლო, არა­ვის­გან არა­ფე­რი შე­ი­ძი­ნონ ქუ­ჩა­ში, რაც უნ­და ძვი­რად ღი­რე­ბუ­ლი ეტი­კე­ტი ჰქონ­დეს, თო­რემ ჩვენ­სა­ვით მოტყუ­ე­ბუ­ლი დარ­ჩე­ბა... ამ ამ­ბის შემ­დეგ იმ ქუ­ჩა­ზე ვე­ძებ იმ ყმაწ­ვილს, იქ­ნებ კი­დევ მთხო­ვოს მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბის გა­სა­ღე­ბა, რომ ერ­თი კარ­გად გა­მოვ­ლან­ძღო, მაგ­რამ ვერ­სად წა­ვაწყ­დი, ალ­ბათ ახ­ლა სხვა ქუ­ჩა­ზე ატყუ­ებს, ჩვენ­სა­ვით ბო­თე ემიგ­რან­ტებს. გე­რა­სი­მე".

თბი­ლის­ში გათხო­ვე­ბის მსურ­ვე­ლი

"ერთ ამ­ბავს მო­გიყ­ვე­ბით, თბი­ლის­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბულ გო­გო­ზე. მინ­და გითხ­რათ, რომ იშ­ვი­ა­თად არ­სე­ბობს სა­ი­დუმ­ლო, რო­მე­ლიც არ გამ­ჟ­ღავ­ნ­დება. თით­ქოს გვგო­ნია, რომ არა­ვინ არა­ფე­რი იცის, მაგ­რამ ისე უცებ აეხ­დე­ბა სი­ნამ­დ­ვი­ლეს ფარ­და, რომ გა­ო­ცე­ბა­ში მო­გიყ­ვანს ადა­მი­ანს. ასე ეგო­ნა ჩვე­ნი მე­სი­ჯის გმირ­საც, რომ მის სა­ი­დუმ­ლო პარ­პაშს ვე­რა­ვინ გა­ი­გებ­და, მაგ­რამ გა­ი­გეს და ბევ­რი იხა­ლი­სეს ამის გა­მო. ჩე­მი ახ­ლობ­ლის მუ­ლის­შ­ვი­ლი და მი­სი და­ქა­ლი ყო­ველ კვი­რას დი­ლის პირ­ვე­ლი რე­ი­სით მი­დი­ოდ­ნენ თბი­ლის­ში, და­სე­ირ­ნობ­დ­ნენ რუს­თა­ველ­ზე, უყუ­რებ­დ­ნენ კარგ ფილმს და ისევ ბრუნ­დე­ბოდ­ნენ სა­ღა­მოს ქუ­თა­ის­ში. მშობ­ლებ­მა კი იცოდ­ნენ, რომ და­ქა­ლე­ბი ყო­ველ კვი­რას იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ ერ­თად. ერ­თხელ, მო­რი­გი გა­სე­ირ­ნე­ბის დღეს, გა­დაწყ­ვი­ტეს, რაგ­ბის თა­მაშს დას­წ­რე­ბოდ­ნენ და შე­სუ­ლიყ­ვ­ნენ სტა­დი­ონ­ზე - კარ­გი თბი­ლი­სე­ლი ბი­ჭე­ბი იქ­ნე­ბი­ან და იქ­ნებ კი გაგ­ვი­ღი­მოს ბედმა და გავ­თხოვ­დეთ თბი­ლის­შიო. ჰო­და, სხე­დან სტა­დი­ონ­ზე და უყუ­რე­ბენ თა­მაშს. რა­ღა თქმა უნ­და, პირ­და­პირ ეთერ­ში გა­და­ი­ცე­მო­და ტე­ლე­ვი­ზი­ით და ქუ­თა­ის­შიც უყუ­რე­ბდნენ მი­სი მშობ­ლე­ბი. ჰოი, სა­ოც­რე­ბავ, კად­რ­ში აჩ­ვე­ნეს, ჩვე­ნი გო­გო­ნე­ბი რო­გორ გულ­შე­მატ­კივ­რო­ბენ მო­თა­მა­შე­ებს... გა­გიჟ­დ­ნენ ამის დამ­ნა­ხა­ვი მშობ­ლე­ბი. სა­ღა­მოს სახ­ლ­ში რომ დაბ­რუნ­და ჩვე­ნი გო­გო და დე­დამ ჰკითხა, - სად იყა­ვიო, გო­გომ მო­რი­გი ტყუ­ი­ლი ისე თქვა, თვა­ლიც არ და­უ­ხამ­ხა­მე­ბია. შე­იცხა­და დე­დამ, - ეს რა უტი­ფა­რი გა­მიზ­რ­დიაო... ეჩხუბ­ნენ, რა არ ქნეს, შე­დე­გი კი ის მი­ი­ღეს, რომ ჩვე­ნი გო­გო მა­ინც თბი­ლი­სში გათხოვ­და. სურ­ვი­ლი აის­რუ­ლა და დღეს ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია. გე­რა­სი­მე".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია