იტალიურად გასაღებული საწვავი API, სულაც არ არის იტალიური - რა საწვავი იყიდება საქართველოში

იტალიურად გასაღებული საწვავი API, სულაც არ არის იტალიური - რა საწვავი იყიდება საქართველოში

რა საწვავს მოიხმარს თბილისში მოძრავი ათეულ ათასობით ავტომობილი და რამდენად დაბინძურებულია გარემო დედაქალაქში - სტუდია "მონიტორის" ჟურნალისტურმა გამოძიებამ სავალალო შედეგები აჩვენა. ბენზინში გოგირდის შემცველობის ნორმა საქართველოს კანონმდებლობით 150 მილიგრამია, მაშინ როცა იგივე მაჩვენებელი ევროპის მასშტაბით 10 მილიგრამი კილოგრამზეა.

რაც შეეხება დიზელს, "სოკარის" საწვავში გოგირდის შემცველობა 600 მილიგრამს აჭარბებს, მაშინ როცა საქართველოს მთავრობის დადგენილებით ეს მაჩვენებელი 200 მილიგრამს უნდა შეადგენდეს, რომ აღარაფერი ვთქვათ მის ფარდობაზე ევროპულ მაჩვენებელთან - ევრო სტანდარტით, დიზელში გოგირდის შემცველობა მხოლოდ 10 მილიგრამია.

უკონტროლო საწვავზეა საუბარი "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაშიც, რომელშიც ნავთობროდუქტების ბაზარზე არსებული რამდენიმე დარღვევა მოხვდა. როგორც აღმოჩნდა, კომპანია "ვისოლის" მიერ იტალიურად გასაღებული საწვავი API, სულაც არ არის იტალიური. იტალიის საბაჟო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში API-სუპერის ექსპორტი საერთოდ არ მომხდარა. კვლევის თანახმად, "ვისოლმა" ფაქტობრივად დაადასტურა, რომ იტალიურად ნიშანდებული საწვავის ექსპორტი საბერძნეთიდან ხორციელდებოდა.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია