"მართლმადიდებელთა ზეიმი" "მამათმავლების დღესასწაულის" წინააღმდეგ - 17 მაისის ყველაზე საინტერესო ფოტოკადრები (+17 ფოტო)

"მართლმადიდებელთა ზეიმი" "მამათმავლების დღესასწაულის" წინააღმდეგ - 17 მაისის ყველაზე საინტერესო ფოტოკადრები (+17 ფოტო)

"17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღეა" - ამ ლოზუნგით ფილარმონიიდან სამების მიმართულებით მრევლმა მსვლელობა დაიწყო. მრევლს სასულიერო პირები მიუძღოდნენ. მსვლელობის მონაწილეებს ეკავათ პლაკატები წარწერით: "არც ერთი მორწმუნე არ მიიღებს ამ კანონს", "სულიერი სიკვდილი ფიზიკურზე საშინელია", "მამათმავლობა ცოდვაა, გარყვნილება და პათოლოგიაა", "დაერმორჩილეთ ერისა და ბერის მოთხოვნას" და ა.შ.

მსვლელობის მონაწილეთა შორის იყო ბასილ მკალავიშვილიც. "ჩვენი მთავარი მოთხოვნაა აიკრძალოს მამათმავლობის პროპაგანდა", - განაცხადა მან  Ambebi.ge-სთან საუბრისას.

"ჩვენი მოთხოვნაა ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალოს საქართველოში მამათმავლების დღესასწაული. ესენი ფინანსდებიან საქართველოს ანტიქრისტიანული ბნელი ძალებიდან და ებრძვიან მართლმადიდებლობას. ჩვენ მაგათ საქმეში არ ვერევით. "პადვლებში" და მიწის ქვეშ რაც უნდათ ის გააკეთონ, მაგრამ ამ წმინდა რუსთაველის პროსპექტს ნუ წაგვიბილწავენ. ჩვენ მათ ამის უფლებას, რა თქმა უნდა, არ მივცემთ.

17 მაისი საქართველოში დამკვიდრდება, როგორც მართლმადიდებელთა ზეიმი. ჩვენი მთავარი მოთხოვნაა აიკრძალოს მამათმავლობის პროპაგანდა. გარდა ამისა, გამოვხატავთ პროტესტს იმ 150 პარლამენტარის წინააღმდეგ, რომლებმაც მიიღეს ანტიმართლმადიდებლური კრიმინალური კანონი. როგორ შეიძლება მე, მართლმადიდებელ მრევლს და მამათმავლებს ერთნაირი უფლება გვქონდეს?! ეს წაბილწული სექტა არ უნდა მოქმედებდეს საქართველოში"- ბასილ მკალავიშვილმა (იხილეთ ვიდეო).

მსვლელობის პარალელურად, პარლამენტის წინ სახელდახელოდ მოწყობილ კარავში ხელმოწერების შეგროვება მიმდინარეობდა. მრევლი ხელმოწერით პარლამენტის მიერ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის გაუქმებას მოითხოვდა.

Ambebi.ge გთავაზობთ 2014 წლის 17 მაისის მსვლელობის ამსახველ ფოტომასალას.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ: მამა თომამ ბიძინა ივანიშვილი "უკუნის უკუნამდე" დაწყევლა და მთავრობას "გეები" უწოდა (+ვიდეო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია