მოზარდთა აგრესია საგანგაშოა - ექსკლუზიური ინტერვიუ მანდატურთან

მოზარდთა აგრესია საგანგაშოა - ექსკლუზიური ინტერვიუ მანდატურთან

მას მერე, რაც მანდატურების სამსახური ჩამოყალიბდა და გამოჩნდა ჩვენს სკოლებში, კარგა ხანს სადამსჯელო ორგანოდაც კი აღიქმებოდა და შიშის ზარს სცემდა განსაკუთრებით - მასწავლებლებს. რას აღარ ჰყვებოდნენ მანდატურებზე და ერთი პერიოდი, მათით აშინებდნენ კიდეც პედაგოგებს. ბოლო პერიოდში ამ სამსახურმა ის სახე მიიღო, რაც უნდა ჰქონოდა თავიდანვე, მანდატურები სკოლის ცხოვრების უცილობელ ნაწილად და უსაფრთხოების ერთგვარ გარანტებადაც კი იქცნენ, ნდობა და პატივისცემა დაიმსახურეს. ახლა უკვე ბევრი ამბობს, რომ რეფორმამ, რომელიც თავის მართებულ კალაპოტში ჩადგა, გაამართლა კიდეც.

აქამდე არ გვსმენია, რას ფიქრობენ ამ ყველაფერზე თავად ამ უწყების წარმომადგენლები - მანდატურები. რა წარმოდგენა აქვთ საკუთარ უფლება-მოვალეობებზე, სკოლაზე, მოზარდებზე, მათ შესახებ გავრცელებულ მოსაზრებებზე. გაგვიმართლა და შეგვხვდა ისეთი რესპონდენტი, რომელიც არაჩვეულებრივად ერუდირებული, კარგი მოსაუბრე, კომპეტენტური და საკმაოდ გამოცდილიც აღმოჩნდა. სანამ მანდატური გახდებოდა, ეკა ბარბაქაძემ უმაღლესი ფილოლოგიური განათლება მიიღო, კარგა ხანს ქართულს ასწავლიდა ბავშვებს და შემდეგ მოულოდნელად მანდატური გახდა. მისი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით, ეკას მოსაზრებები ალბათ კიდევ უფრო საინტერესო და გასათვალისწინებელი იქნება განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებისთვის, მშობლებისთვის და ბავშვებისთვის.

- მოკლედ მინდა გვიამბო, რას აკეთებდი, სანამ მანდატური გახდებოდი?

- დავიბადე პროვინციაში, სკოლაც იქ დავამთავრე და სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დასრულებისთანავე, სათანადო რეკომენდაციით, თბილისის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად გავმწესდი. შვიდწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ მივხვდი, ან იქნებ ეს არასათანადო ფინანსური და მორალური მხარდაჭერის შედეგად (ვერც რეპეტიტორობაში ვპოვე თავი...) გადავწყვიტე, რომ ჩემი რესურსები ამოიწურა და სკოლაში ჩემი დარჩენა, რბილად რომ ვთქვა, უინტერესო იყო. ასე დავკარგე პროფესიული და იქნებ, სოციალური იდენტობაც და კორპორაციულ ბიზნესში ჩავები. სწორედ ამ ხანმოკლე და იმედგამაცრუებელი მცდელობის შემდეგ აღმოვჩნდი შსს აკადემიის კედლებში.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია