"მოსიარულე ბორდელები" თბილისის ქუჩებში - როგორ "ნადირობენ" ნასვამ ახალგაზრდებზე ღამის საათებში

"მოსიარულე ბორდელები" თბილისის ქუჩებში - როგორ "ნადირობენ" ნასვამ ახალგაზრდებზე ღამის საათებში

საქართველოში პროსტიტუცია ლეგალიზებული არ არის, მაგრამ უძველესი პროფესიის რამდენიმე ათეული კერა დედაქალაქში მაინც ყვავის. სექს-მუშაკების ასაკს კი არც მინიმალური და არც მაქსიმალური ზღვარი არ აქვს...

სექს-მუშაკები, რომელთა ფიზიკური მონაცემები მასობრივ მოთხოვნებს აკმაყოფილებს, მეტწილად სხვადასხვა ე.წ. გასართობ სახლებში არიან გადანაწილებული. ასეთ დაწესებულებებში ფასები საკმაოდ ძვირია, რაც სოციალურად და "სექსუალურად შეჭირვებული" მამაკაცებისთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ამ ფონზე თბილისის ქუჩებში უკვე თავლშისაცემია "მოსიარულე ბორდელები", რომლებიც ღამის საათებში ჩნდებიან. "ბორდელებს ბორბლებზე" ტაქსისტები მართავენ. დიახ, საუბარია ტაქსისტებზე, რომლებიც ძირითადი საქმიანობის პარალელურად სუტინიორობასაც ეწევიან. მუშაობის პრინციპი მარტივია, თუმცა სარისკოა და დიდ გამბედაობასაც მოითხოვს. მძღოლები, რომლებიც მეძავებთან თანამშრომლობენ, ახალგაზრდა, ნასვამ მამაკაცებს "ნაშებზე" საუბრით "საღერღელს უშლიან", შემდეგ კი, თუ კლიენტში საკმარის მზაობას ხედავენ, საქმეზე გადადიან და სთავაზობენ სექს-მუშაკთან დაკავშირებას, რომელიც შეღავათიან ფასებში მოემსახურება.

ტაქსისტებთან დამეგობრებულ მეძავების მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ბინა; შესაბამისად, კლიენტს ტაქსისტი-სუტინიორი "საქმისთვის" საკუთარი მანქანის თხოვებას სთავაზობს. ბორბლებზე მოსიარულე ბორდელს კიდევ ერთი სერვისი აქვს, რაც ე.წ. "ფაბლიქ სექსს" გულისხმობს, ანუ მომსახურება მათთვის, ვისაც სექსი არა მანქანაში, არამედ ბუნებაში ურჩევნია. ასეთი კლიენტები ტაქსისტ-სუტიონიორს მის პარტნიორ მეძავთან ერთად თბილისის გარეუბნებში გაჰყავს. პოპულარული ადგილებია თბილისის ზღვის სანაპირო, ლისის ტბის ტერიტორია, კუს ტბისა და სხვა მსგავსი ადგილები.

P.S. დედაქალაქში მოსიარულე ტაქსისტ-სუტინიორების რაოდენობა მცირეა. პუბლიკაცია მხოლოდ ამ ფაქტების დაფიქსირებას ისახავს მიზნად და არა ზოგადად, ტაქსისტების რეპუტაციის შელახვას.

ირაკლი ჟღენტი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია