ბრაზილიამ ხორვატია 3:1 დაამარცხა

ბრაზილიამ ხორვატია 3:1 დაამარცხა

მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატია ანგარიშით 3:1 დაამარცხა. შეხვედრა სან პაულუში, "კორინთიანსის" არენაზე გაიმართა და მას 62 600 ადამიანი დაესწრო.

მატჩში ანგარიში ხორვატებმა გახსნეს. მე-11 წუთზე ხორვატი ივიცა ოლიჩის ჩაწოდებულზე მარსელომ საკუთარ კარში გაიტანა. ანგარიში 29-ე წუთზე ნეიმარმა შორეული დარტყმით გაათანაბრა. მანვე 71-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად გამოიყენა, რის შედეგადაც ბრაზილია ანგარიშში წინ გავიდა, ხოლო ნეიმარმა დუბლი შეასრულა. მატჩის ბოლოს კი გოლი ოსკარმა გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ A ჯგუფში ბრაზილიას 3 ქულა აქვს ხორვატიას კი – 0. ამავე ჯგუფის გუნდები მექსიკა და კამერუნი ერთმანეთს დღეს, 20:00 საათზე დაუპირისპირდებიან.

გუშინვე, სან პაულუს სტადიონზე მსოფლიო ჩემპიონატის საზეიმო გახსნითი ცერემონიალი გაიმართა.

ღონისძიებას 60 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ტელევიზიით კი მას დაახლოებით მილიარდამდე ადამიანმა უყურა.

გახსნის ცერემონიალს 600-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა, რომლებმაც წარმოდგენა მოედნის ცენტრში განთავსებული გიგანტური დიოდის ბურთის გარშემო გამართეს.

ცერემონია მუნდიალის ოფიციალურმა სიმღერამ - We Are one (ოლე ოლა) დაასრულა, რომელიც ჯენიფერ ლოპესმა, რეპერმა პიტბულმა და კლაუდია ლეიტემ შეასრულეს.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია