თბილისელი გოგონა სექსის მსურველ ბიჭებს სოციალური ქსელით აყაჩაღებდა: შსს-მ თაღლითური სქემა გაშიფრა

თბილისელი გოგონა სექსის მსურველ ბიჭებს სოციალური ქსელით აყაჩაღებდა: შსს-მ თაღლითური სქემა გაშიფრა

შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ისანი-სამგორის მერვე განყოფილების თანამშრომლებმა, საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1992 წელს დაბადებული ნინო კ. და 1988 წელს დაბადებული ანრი ჯ. თაღლითობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნინო კ. სოციალური ქსელის საშუალებით, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, მამაკაცებს შეხვედრას სთავაზობდა, "აჭარაბეთის" საკუთარ ანგარიშზე მათ სხვადასხვა ოდენობის თანხას წინასწარ არიცხვინებდა და თანამზრახველ ანრი ჯ-სთან ერთად ფულს თაღლითურად ითვისებდა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულებმა 14 სხვადასხვა მოქალაქის კუთვნილი 775 ლარის ოდენობის თანხა მიითვისეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების საცხოვრებელი ბინიდან პორტატული კომპიუტერი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ორივე აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის ფაქტზე მიმდინარეობს.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია