ბათუმისა და გონიოს ბორდელები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

  ბათუმისა და გონიოს ბორდელები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც ადამიანთა ტრეფიკინგს შეეხება, საქართველოც მოხვდა. კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია ქალების იძულებითი პროსტიტუცია და ქალების, ბავშვების და მამაკაცების იძულებითი შრომა.

ანგარიშის მიხედვით, ქალების სექსუალური ტერფიკინგი ხდება, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე თურქეთში, რუსეთში და გაერთიანებულ ემირატებში. აზერბაიჯანიდან, უზბეკეთიდან, ყირგიზეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ჩამოყვანილი ქალების იძულებითი პროსტიტუციის ობიექტებია ბათუმსა და გონიოში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასავლეთ საქართველოში, 2013 წლის მაისში, სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლი უზბეკი მოქალაქე გახდა.

ამასთან, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ქალები სექსუალური ტრეფიკინგის ობიექტები ძირითადად ხდებიან საუნებში, სასტუმროებში, კაზინოებში, სტრიპტიზკლუბებში.

ანგარიშის მიხედვით, ქართველი კაცები და ქალები იძულებითი შრომის მსხვერპლნი ხდებიან როგორც საქართველოში, ასევე: თურქეთში, რუსეთში, აზერბაიჯანში, კვიპროსში, იტალიაში, ყატარში, შვედეთში.

ქართველი მიგრანტები ეძებენ სამუშაოს სოფლის მეურნეობის სფეროში და სხვა დაბალი კვალიფიკაციის საჭიროების მქონე სამსახურებში და როდესაც ჩადიან ამა თუ იმ ქვეყანაში, შემდეგ ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლნი.

გასულ წლებში, უცხოელების შრომითი ექსპლუატაცია მოხდა საქართველოში სოფლის მეურნეობის სფეროში, მშენებლობის სექტორში და საოჯახო საქმეებში. ანგარიშის მიხედვით, ქუჩის ბავშვები ასევე ხდებიან იძულებითი მათხოვრობის მსხვერპლნი ან ჩართული არიან კრიმინალში.

"საქართველო არის სატრანზიტო ქვეყანა ტრეფიკინგისათვის, ცენტრალური აზიიდან თურქეთის მიმართულებით. არ მოგვეპოვება ინფორმაცია ტრეფიკინგის ფაქტების შესახებ სეპარატისტულ რეგიონებში, აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში", -აღნიშნულია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობა სრულად ვერ აკმაყოფილებს ტრეფიკინგის აღმოფხვრის მინიმალურ სტანდარტებს, თუმცა მნიშვნელოვან ძალისხმევას ახორციელებს.

საქართველოს ანტიტრეფიკინგული კანონის ფარგლებში ძალისხმევა არის დაბალი, მაგრამ გაუმჯობესებულია წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით. ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგისთვის საქართველოში 5 ადამიანი გაასამართლეს, რაც არის გაუმჯობესება წინა წლებთან შედარებით.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ, საანგარიშო პერიოდში, იდენტიფიცირება მოახდინა სექსუალური ტრეფიკინგის 42 მსხვერპლის, მაშინ როდესაც წინა საანგარიშო პერიოდში იყო 18. ამასთან, შრომითი ტრეფიკინგის არც ერთი მსხვერპლის იდენტიფიკაცია არ მომხდარა საქართველოს ფარგლებში.

ანგარიშში მოყვანილია რეკომენდაციებიც. მათ შორის არის პოლიციის სპეციალური ტრენინგები, სამხილების და ეჭვმიტანილების არსებობის შემთხვევაში გამოძიება, მათ შორის ბორდელების მეპატრონეების მიმართ, ასევე უნდა შეიქმნას შრომითი ინსპექცია, რათა მოხდეს შრომითი ტრეფიკინგის შემთხვევების იდენტიფიკაცია.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია