ქართველი ბავშვების უმრავლესობას თავისი ოთახი არ აქვს - როგორია ცნობილი ქართველების საბავშვო ოთახები

ქართველი ბავშვების უმრავლესობას თავისი ოთახი არ აქვს - როგორია ცნობილი ქართველების საბავშვო ოთახები

გარკვეული ასაკიდან აუცილებელია, რომ ბავშვს თავისი ოთახი, თავისი სამყარო ჰქონდეს. ეს უნდა იყოს მისი პირადი სივრცე, კომფორტული ადგილი, სადაც შეძლებს მეცადინეობას, თამაშს და თუნდაც, სტუმრების მიღებას. ეს კარგა ხანია, ნორმად ითვლება და არავინ დაობს, რომ ბავშვს თავისი ოთახი სჭირდება. თუმცა ის, რაც ნორმაა და აუცილებელი რამაა ბავშვისთვის, ქართულ რეალობაში არც ისე ადვილი განსახორცილებელი ყოფილა.

mshoblebi.ge-მ გამოკითხვა ჩაატარა და აღმოჩნდა, რომ ქართველი ბავშვების უმეტესობას არ აქვს თავისი ოთახი: 200 გამოკითხული მშობლის 70%-მა შეკითხვას – გაქვთ თუ არა ცალკე მოწყობილი ბავშვის ოთახი? – უარყოფითი პასუხი გასცა. მხოლოდ 30%-მა უპასუხა ამ შეკითხვას დადებითად.

მონაცემების მიღების შემდეგ გადავწყვიტეთ, ცნობილ დედებსა და ბავშვებს შევხმიანებოდით და ამ თემის შესახებ მათთვისაც გვეკითხა. აღმოჩნდა, რომ ცნობილ ქართველებს შორისაც არ არის ეს საკითხი მოგვარებული – ბევრ რესპონდენტთან სწორედ ამ მიზეზით არ შედგა საუბარი, რომ მათ უბრალოდ, არ ჰქონდათ ცალკე ოთახი ბავშვებისთვის. ზოგს სამომავლოდ გადაუდია ეს საკითხი, ზოგს არც უფიქრია ამაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური მდგომარეობა ამის საშუალებას აძლევს. მაინც ვიპოვეთ ისეთები, ვინც ამ საკითხზე გვესაუბრა და იმაშიც გავერკვიეთ, ბავშვის ოთახის მოწყობის დროს ითვალისწინებენ თუ არა მშობლები მათ აზრს.

ნათია დუმბაძე, მომღერალი (ჰყავს 6 წლის შვილი - დუდუ):

- დუდუს დაბადებიდან აქვს თავისი ოთახი, მაგრამ ძილი ბებოს ოთახში მოსწონს, ამიტომაც ხან ბებოსთანაა, ხან - ჩემთან. საკუთარ ოთახში ზაფხულობით რჩება, სეზონურად იყენებს (იღიმის).

- ოთახი თავად მოაწყვე თუ დიზაინერს დააგეგმინე?

- ოთახი მოვაწყვეთ ოჯახის წევრების, ჩემი ქმრის, ჩემი დედამთილის გემოვნებით. სათამაშოებს რომ ვყიდულობდით, იმის მიხედვით ვარჩევდით თაროებსა და სათავსოებს. დუდუ, როცა ძალიან პატარა იყო, ძალიან უყვარდა მულტფილმი "მაკქუინი", ამიტომაც მის ოთახში თითქმის ყველაფერი – გადასაფარებელი, თეთრეული მაკქუინების თემაზეა.

- დღის განმავლობაში რა დროს ატარებს დუდუ საკუთარ ოთახში?

- იქ აქვს სათამაშოები, ტელევიზორი მულტფილმების საყურებლად, ამიტომ შეიძლება ითქვას, რომ დიდ დროს ატარებს ოთახში, იქვე მეცადინეობს და სტუმრებსაც იქ იღებს.

იხილეთ სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია