ქალები, რომლებიც ქალიშვილობას მშობიარობისას კარგავენ და ლოგინიდან გაქცეული კაცები - ქართველების სექსუალური ჩივილები

ქალები, რომლებიც ქალიშვილობას მშობიარობისას კარგავენ და ლოგინიდან გაქცეული კაცები - ქართველების სექსუალური ჩივილები

არსებობს შემთხვევები, როდესაც ქალები ქალიშვილობას მშობიარობის დროს კარგავენ. უცნაურად ჟღერს, მაგრამ ასეთი ანომალიები მედიცინას არც ისე იშვიათად ახსოვს... ჩვენ დავინტერესდით, კიდევ რა ტიპის სექსუალურ ანომალიებზე აქვთ ინფორმაცია ქართველ სექსოლოგებს. Ambebi.ge-ს სექსოლოგი გია ბეროშვილი ესაუბრება.

– ბატონო გია, რა ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები?

– ჰიპერსექსუალიზმის გამო მე არავინ არ მომმართავს. პაციენტების 70-80 პროცენტი მომმართავს ერექციული დისფუქნციის გამო. ე.ი. სქესობრივი აქტის გაძნელება ან შეუძლებლობა. ძირითადი ჩივილი სწორედ ეს არის. შემდეგ ადგილზე დგას ნაადრევი ეაკულაცია და სურვილი, ლიბიდოს დაქვეითება, როცა პაციენტს არ აქვს სქესობრივი აქტის სურვილი. იშვიათი შემთხვევებიც არის, როცა გახანგრძლივების გამო მოგვმართავენ.

– რა ხერხებს მიმართავენ აქტის გასახანგრძლივებლად?

– უამრავი სამკურნალო საშუალება არსებობს. როგორც მედიკამენტოზური, ასევე ფსიქოლოგიური. ინდივიდუალურად ვუნიშნავ, ნემსი იქნება, პრეპარატი თუ მასაჟები. დანარჩენი რა ხდება, არ ვიცი. ისე რას აკეთებენ, ვერ გეტყვით. ჩვენს ახალგაზრდობას ვურჩევ, ნამეტანი სექსუალურად აქცენტირებული ნუ იქნებიან, წიგნებიც იკითხონ, იქ წერია როგორ ცხოვრობს ხალხი, რა ინტერესები აქვთ, იმის გარდა, რომ სექსით უნდა დაკავდნენ. ათასი რამე ხდება, მაგრამ სექსის ამოგდება სასურველი არ არის ცხოვრებიდან. ზოგი არ მოდის იმიტომ, რომ ერიდება, ან ფინანსური შესაძლებლობა არ აქვს. ამაში მოსარიდებელი არაფერი არ არის, ის ხომ არ მიდის და საზოგადოებაში არ ლაპარაკობს ამას? ის მიდის ექიმთან, რომლისგანაც დახმარების იმედი აქვს. ასეთებს ვურჩევ, დრულად მიხედონ პრობლემას, უფრო ღრმა პრობლემაში რომ არ გადაიზარდოს. არა მარტო სექსუალურში, არამედ სოციალურში, ადაპტირება გაუჭირდება გარემოსთან, გულჩათხრობილი გახდება.

პირველი ღამის პრობლემები აქვს ბევრს, ვერ მოუხერხებია აქტის ჩატარება. ეს უფრო განპირობებული იყო იმით, რომ თავის გამოჩენა, პერფორმანსი, მეუღლისთვის თავის მოწონება მოქმედებს უარყოფითად, შესაბამისად, შესაძლოა, აქტი არ მოხდეს და ფიქრობენ, პრობლემები აქვთ. არის კურიოზები, მაგრამ ეთიკურად სწორი არ იქნება ამის მყოლა. ვიღაცისთვის წარმოუდგენელია სქესობრივი აქტის ვერ მოხდენა, მაგრამ ვიღაცისთვის ხდება. ზოგი მოსულა, ასოს ზომები არ მომწონსო. ასეთ დროს ვურჩევთ პაციენტს, თუ მისი ზომები ადექვატურია, დაკმაყოფილდეს იმით, რაც აქვს. რადგან არ არის პარამეტრები მაინცდამაინც იმდენად მნიშვნელოვანი. თუ ნორმის ფარგლებში ჯდება, ასოს ზომების მომატება არაფერს არ ნიშნავს. მთავარია, იყოს ერექტიული. დიდი ზომის სასქესოც დიდ პრობლემას წარმოადგენს, ვიდრე საშუალო. მთავარია არ იყოს მიკროპენისი. ეს არის 7 სმ-ზე ნაკლები ასო. ასეთებს მოუმართავთ.

– ცოლებთან ერთად მოდიან ქართველი პაციენტები, თუ უმალავენ მამაკაცები მეუღლეებს ამ პრობლემას?

– ცოლებისგან ამას ბევრი მალავს სხვადასხვა სახით. გაურბიან სქესობრივ აქტს. გარბიან ლოგინიდან. ხანდახან მეუღლეები რეკავენ ან ჩაწერაზე მოდიან, მეუღლეს პრობლემები აქვსო. როცა ვეკითხები, რას აკეთებს, მეუბნებიან ზის კომპიუტერთან, თამაშობს რაღაცას, მიდის მეგობრებთან. აქ მიზეზი უნდა გაირკვეს. პრობლემა არის სიყვარულის გაქრობა თუ მისი პოტენცია. ქართველებს ცოტა ისეთი ხასიათი გვაქვს, გაგებული მეუღლე გაითვალისწინებს მეუღლის ჩივილს და წამოვა ექიმთან. ზოგი აბრალებს, შენი პრობლემა არისო. თუ წყვილი თავად არ მოვიდა ექიმთან, რთულია ზუსტი მიზეზის დადგენა და გარკვევა, რატომ აქვთ ოჯახში პრობლემები.

– რამდენი ხანი ძლებს ოჯახი, სადაც წყვილს სექსუალური პრობლემები აქვს?

– რეკორდული იყო 11 წელი. იმ დღესაც მითხრეს, ოთხი წელია ქალს პრობლემა აქვს და ახლა მიმართა ექიმსო. ამდენი ხანი რომ გრძელდება პრობლემა ე.ი. სექსუალური დისჰარმონია იყო. ან ქალი ვერ აღწევდა ორგაზმს, ან... მათ ადრე რომ მიემართათ ექიმისთვის, ადვილად გამოსწორდებოდა ეს პრობლემა. ჯერ მკითხეს, რა გავაკეთოთო, რა უნდა გააკეთოს? მოვიდეს ექიმთან. სექსოლოგი მიხედავს, აქ შეიძლება მძიმე ორგანული პათოლოგიებიც იყოს, უმეტესობა ახალგაზრდა ასაკში ფსიქოლოგიურია, მაგრამ არც ორგანულია გამორიცხული. ჩვენ ვაძლევთ მიმართულებას, საით წავიდნენ.

– ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როცა ქალი მშობიარობის დროს კარგავს ქალწულობას, შეგხვედრიათ ასეთი პაციენტი?

– ეს გინეკოლოგებს უნდა ჰკითხოთ. საქალწულე აპკი არის სხვადასხვა ფორმის. არის აპკი, რომელიც იმდენად ელასტიურია, შესაძლოა, სქესობრივი აქტის დროს არ დაიკარგოს. მშობიარობის დროს კი სხვანაირად წარმოუდგენელია. მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია.

Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია