უჩინარი ქართველი მილიონერი, რომლის შვილი ევროპულ კანონებს არ ემორჩილება

უჩინარი ქართველი მილიონერი, რომლის შვილი ევროპულ კანონებს არ ემორჩილება

ბიზნესმენ ბუბა ქებურიას სახელი ბევრისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც წინა ხელისუფლებამ თბილისში პარლამენტის შენობის გაყიდვა გადაწყვიტა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთსა და საფრანგეთში მოღვაწე ქართველ ბიზნესმენს, პარლამენტის შენობაში 50 მილიონი დოლარის გადახდა ჰქონდა გადაწყვეტილი. როგორც ამბობენ, შენობის ღირებულების ნახევარი უკვე გადახდილი ჰქონდა, თუმცა შემდეგ მთავრობა შეიცვალა და პარლამენტის შენობაც გაყიდვას გადაურჩა...

ქებურია, რომლის ბიზნესისტორიიდან ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი, თბილისში რესტორან "ამბასადორისა" და საგამოფენო სახლის მფლობელია, რუსეთში კი საკმაოდ დიდი ქონება აქვს. მათ შორის რესტორნები: "ტიფლისი", "თავადი ბაგრატიონი", "ტიფლისკი დვორი", ბიზნესცენტრი და 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო "ქებურ პალასი".

ქართველი ბიზნესმენი პარიზში რესტორან "ქართულ სახლს" ფლობს. საქართველოში საკუთარი ღვინის ქარხანა ჰქონია, სადაც აწარმოებს ექსკლუზიურ ღვინოებს, მათ შორის "კაჭრეთულს", "ტიფლისსა" და "თავად ბაგრატიონს". სწორედ საქართველოში ჩამოსხმული ღვინოებით ამარაგებს თავის რესტორნებსა და ბარებს მოსკოვში.

ბუბას მეგობრები და ახლობლები უწოდებენ, დოკუმენტებში კი ელგუჯა შალვას ძე ქებურიაა. მოსკოვში ის დიდი მეცენატისა და მეგობრის სახელითაა ცნობილი. საკმაოდ ახლო ურთიერთობა აქვს შემოქმედებით წრეებთან და ხშირად ეხმარება რუსულ ბომონდს. მას უზარმაზარი მამული აქვს კახეთში, სოფელ კაჭრეთში, სადაც რუსი და ქართველი მეგობრებისთვის წვეულებებს აწყობს. ქებურია, "ქართველი ნაღვლიანი თვალებითა და ოქროს საათით" (ასე უწოდებს მას რუსული პრესა ), თავის მამულში სტუმრებს ქართული ღვინით, ჩურჩხელებითა და მწვადით უმასპინძლდება.

2011 წლის მონაცემებით, ქებურიას რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობა ჰქონდა და ფლობდა წილებს შპს აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრსა და შპს "ჯორჯიან მედში". რამდენიმე წლის წინ ქებურიამ, სასტუმრო "ამბასადორის" გვერდით მდებარე თოჯინების მუზეუმის შენობა შეიძინა და მის ნაცვლად მრავალსართულიან სასტუმრო კომპლექსს აშენებს.

ქებურიას ცხოვრების არასაჯარო წესის გამო უჩინარ ბიზნესმენსაც უწოდებენ, თუმცა მცირე დეტალები მისი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ დროდადრო მაინც ჟონავს ნახეთ სტატია სრულად

პატრიარქი ბაღდათში ხანძრის დროს დაღუპულთა ახლობლებს უსამძიმრებს - "სიტყვები უფერულდება მწუხარების გამოსახატად..."

"ამ ეტაპზე გრიპი ბევრად საშიშია, ვიდრე კორონავირუსი" - აშშ-ში გრიპის ვირუსმა 25 ათასი ადამიანი იმსხვერპლა, რა მდგომარეობაა საქართველოში?

ვალიკო ბაბუ დევნილთა დასახლებიდან უკვე მილიონერია