რა წვლილი შეიტანა საქართველომ კაცობრიობის კეთილდღეობასა და განვითარებაში - მსოფლიო კვლევის შედეგები

რა წვლილი შეიტანა საქართველომ კაცობრიობის კეთილდღეობასა და განვითარებაში - მსოფლიო კვლევის შედეგები

Good Country Index, რომელიც იკვლევს მსოფლიოს 125-მა ქვეყანამ რა წვლილი შეიტანა კაცობრიობის კეთილდღეობასა და განვითარებაში, 2014 წლის რეიტინგი წარმოადგინა. ინდექსი შედგენილია სტატისტიკის 35 მონაცემთა კრებულის მიხედვით, რომელიც გაერომ აწარმოა. 

125 ქვეყანას საკუთარი ინდექსი მიენიჭა 7 კატეგორიაში: მეცნიერება და ტექნოლოგიები, კულტურა, საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება, მსოფლიო წესრიგი, პლანეტა და კლიმატი, კეთილდღეობა და თანასწორობა, ჯანმრთელობა.

125 ქვეყანას შორის საქართველო 77-ე ადგილზეა. 7 კატეგორიაში ჩვენი ქვეყნის რეიტინგი სხვა ქვეყნებს შორის ასე გამოიყურება:

მეცნიერება და ტექნოლოგიები: 63-ე ადგილი

კულტურა - 77-ე ადგილი

საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება - 51-ე ადგილი

მსოფლიო წესრიგი - 102-ე ადგილი

პლანეტა და კლიმატი - 105-ე ადგილი

კეთილდღეობა და თანასწორობა - 13-ე ადგილი

ჯანმრთელობა - 87-ე ადგილი

რეიტინგის ტოპ-ათეული ასე გამოიყურება:

1. ირლანდია

2. ფინეთი

3. შვეიცარია

4. ნიდერლანდები

5. ახალი ზელანდია

6. შვედეთი

7. გაერთიანებული სამეფო

8. ნორვეგია

9. დანია

10. ბელგია

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

მაშველებმა ადიდებული ჭოროხიდან მეთევზეები გამოიყვანეს

გიორგი ანწუხელიძის სახელობის ტურნირზე ეროვნული ჰიმნი მისმა შვილმა შეასრულა - ემოციური კადრები "კრწანისიდან"

მუშტაიდის ბაღში 5 სექტემბერს თბილისის საბავშვო ფესტივალი გაიმართება