გულკეთილი ქართველები და მომაჯადოვებელი ქვეყანა - რას წერს Travel Hunter საქართველოზე

გულკეთილი ქართველები და მომაჯადოვებელი ქვეყანა - რას წერს Travel Hunter საქართველოზე

ვებგვერდ Travel Hunter-ის არქივში საქართველოზე სტატია აღმოვაჩინეთ.

სტატიის ავტორი გეოგრაფი და ფოტოგრაფი მარიო ბრიგენტია. ის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობს და საკუთარ შთაბეჭდილებებს მკითხველს უზიარებს. გთავაზობთ ამონარიდს სტატიიდან - "6 მიზეზი, რის გამოც საქართველო შემიყვარდა".

"საქართველოში ყოველი დღე ახალი თავგადასავლებითაა სავსე. არაფერი დაგეგმოთ, შთაბეჭდილებები თავისით მოვა. საქართველო არის ქვეყანა, სადაც არ გესმის მათი მშობლიური ენის, ადგილობრივებს კი შენი. მხოლოდ ამ ქვეყანაში ვიზიტის შემდეგ გავაცნობიერე, რას ნიშნავს მოგზაურობა. გაოცებული დარჩებით, თუ რამდენი საინტერესო რამაა ამ პატარა ტერიტორიაზე თავმოყრილი: სუბტროპიკული სანაპირო, ხშირი ტყეები და მთები. აქ ცხოვრობენ ძალიან მეგობრული ადამიანები, რომელთან ერთადაც ღვინის დალევა დიდი ბედნიერებაა. თბილისის ძველ უბანში ულამაზესი შენობები შეგხვდებათ - შიდა ეზოებში ბაღებია გაშენებული. ვფიქრობ, საქართველოში ყველაზე მნიშვნელოვანი დატვირთვა ქართულ სამზარეულოზე მოდის. ქართული კერძები არა მხოლოდ ჯადოსნურად გემრიელია, არამედ ორიგინალური, უნიკალური და დაუვიწყარია.

ეს არის გულკეთილი ხალხისა და ულამაზესი მხარის ნაზავი. თბილისის ღამის ცხოვრება, შთამბეჭდავი სოფლები და მათი ტრადიციები - ძალიან რთულია შთაბეჭდილებების გადმოცემა. ეს ქვეყანა ჩემთვის დღემდე დიდი გამოცანაა, რადგანაც საქართველოს სრულიად აღმოჩენა შეუძლებელია. გინდათ თავი როკ-ვარსკვლავად იგრძნოთ და მეგობრებს დაუვიწყარი ისტორიები მოუყვეთ? მაშინ საქართველოს ესტუმრეთ. მიყვარხარ საქართველო!", - წერია სტატიაში.

მომზადებულია Travel Hunter-ის მიხედვით.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია