ვინ არის პირველი ლედი - მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე პრემიერის მეუღლე გაემგზავრება

 ვინ არის პირველი ლედი - მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე პრემიერის მეუღლე გაემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 69-ე სესიაზე სიტყვით გამოვა - ამ განცხადებას პრემიერ-მინისტრის პრესამსახური ავრცელებს. ასევე ცნობილია, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გენერალური ასამბლეის წინაშე 26 სექტემბერს წარსდგება და სხვადასხვა ღონისძიებებს დაესწრება.

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მეუღლე მიწვეულია მსოფლიოს პირველი ქალბატონების კონფერენციაზე First Ladies’ Global Call to Action Conference on Women and Girls’ Financial Health.

ნუნუკა თამაზაშვილი ქვეყნის გარეთ პირველად მიიღებს ოფიციალურ ღონისძიებაში მონაწილეობას პირველი ქალბატონის ამპლუაში.

იხილეთ ვრლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია