"ანა ჩემი ძველი მეგობარია, მაგრამ ვიდეო კრიტიკას ვერ უძლებს" - გიორგი კეკელიძე "უკანალის სკანდალზე"

"ანა ჩემი ძველი მეგობარია, მაგრამ ვიდეო კრიტიკას ვერ უძლებს" - გიორგი კეკელიძე "უკანალის სკანდალზე"

ტელეკომპანია GDS-ზე გასულ გადაცემაში "ბინა 18" სტუმრად მიწვეულმა ჯგუფმა "ბანი" მუსიკალურ ინსტრუმენტად ორი გოგონას უკანალი გამოიყენა და მათზე, როგორც ტამტამებზე, ისე დაუკრეს. ამ ფაქტმა საზოგადოებაში არაერთგვაროვანი შეფასებები გამოიწვია. 21-ე საუკუნეში ადამიანებს აღარაფერი უკვირთ, არც მორალის კითხვას ვაპირებ, მაგრამ, ეს ყველაფერი მინიმუმ არაესთეტური იყო, მიუხედავად იმისა, რომ ეს იუმორისტულ შოუში მოხდა...

ცხადია, დავინტერესდით გოგონების ვინაობით, ვინც ჯგუფის მონაწილეებს ნება დართეს, საკუთარ სხეული ტამტამად გამოეყენებინათ. ერთი ბებე გახლავთ, მისი მოკლე კომენტარი "ამბები.გე"-ზე უკვე იხილეთ, მეორე კი (ჟღალთმიანი) ანა ოლკინაა. ის პროფესიით მოცეკვავეა. ანას ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ, მანამდე კი მისი ცხოვრებიდან ერთ პატარა ეპიზოდს შევეხებით. ის თავის "ფეისბუქ" გვერდზე ფოტოს აქვეყნებს, სადაც სხეულზე აქვს მიყრდნობილი ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის ფოტო, რომელსაც სარკასტული წარწერა აქვს: "დავტირი დიდებულ მგოსანს, რომელიც უბედურმა შემთხვევამ ჩემს თვალწინ შეიწირა".

ambebi.ge გიორგი კეკელიძეს დაუკავშირდა:

- ანა ჩემი ძველი მეგობარია. რაც შეეხება ჩემს იმ სურათს, ხელში რომ უჭირავს, ჩემი წიგნის პლაკატთან ერთად გადაიღო, როგორც სახუმარო პრომო-ფოტო...

- გიორგი, ანამ ჯგუფ "ბანს" და ტელეკომპანია GDS-ის გადაცემას უფლება მისცა, მისი სხეული ტამტამად გამოეყენებინათ. ცხადია, ეს მისი ნებაა, მაგრამ ამ ფაქტს როგორ შეაფასებდი?

- აღნიშნული ფაქტი, რომელიც ვიდეო-ამონარიდის სახით ვნახე, ჩემი აზრით, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, ძალიან პრიმიტიული ჩანაფიქრი და განხორციელებაა. ამ ვიდეოს ხელოვნური დაცვა სულაც არ მგონია საშური საქმე.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია