ჟურნალისტ ნინო ჭელიძეს თბილისის მეტროში მამაკაცი ახრჩობდა

ჟურნალისტ ნინო ჭელიძეს თბილისის მეტროში მამაკაცი ახრჩობდა

ჩვენი რეპოსდენტი ნინო ჭელიძე ჟურნალისტია, ნინო სამოქალაქო ჟურნალისტიკის ბლოგის, "მე რეპორტიორის" რედაქტორი და არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო ჟურნალისტიკის კლუბის" დირექტორია. წინა წლებში კონტროლის პალატაში სოციალური მედია-მენეჯერის თანამდებობა ეჭირა. Amebebi.ge-სთან საუბარში ნინო ჭელიძე ამბობს, რომ თბილისის მეტროში მამაკაცი ახრჩობდა.

- 2010 წლის ზაფხული იყო. მეტროთი ვმგზავრობდი. ერთ-ერთ გაჩერებაზე დაიხურა კარი, მატარებელი დაიძრა თუ არა, ვიგრძენი, რომ ვიღაც მწვდა ყელში და მახრჩობდა. ოღონდ ეს "ვიღაც" არ ჩანდა. ვრგძნობდი, რომ უცებ დიდი ენერეგია დამეტაკა, მომვარდა და ყელში მიჭერს. დავიწყე ფორიაქი, ღრმა სუნთქვა, უცებ ძალიან ცუდათ გავხდი, უჰაერობა დამეწყო, აქამდე მეტროში ცუდად არასდროს გავმხდარვარ, თან ზაფხული იყო და ვაგონში ბევრი ხალხი არ მგზავრობდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ სადაცაა თვალთ დამიბნელდებოდა და გული წამივიდოდა. მოულოდნელად ამ ყველაფერმა გადამიარა. ჩვეულებრივად და თავისუფლად დავიწყე სუნთქვა, გულის ცემაც დამირეგულირდა, ისევ ვიგრძენი ვიღაც მწვდა ყელში. გადავწვიტე, როგორც კი გაჩერდებოდა ვაგონი ჩავსულიყავი და ექიმის გამოძახება მეთხოვა, ამ მიზნით გავიხედე მარჯვენა მხარეს, საითაც კარი იყო, ვიფიქრე თუ მივაღწევდი ისე, რომ არ დავცემულიყავი და გონება არ დამეკარგა, როცა უცებ ყელიდან უხილავი ადამიანი, რომელიც მიჭერდა, მომეშვა და ისევ ისე ვგრძნობდი თავს თითქოს არაფერი მომხდარიყო. მაშინ დავეჭვდი, რომ სხვა რაღაცაში იყო საქმე.

- ხალხმა ვერ შენიშნა ცუდად რომ იყავი და ვიღაც გახრჩობდა?

- ვაგონის სკამის განაპირას ვიჯექი, იქ, სადაც ხელისმოსაკიდი რკინის ბოძია. გაოცებულმა დავიწყე ვაგონში აქეთ-იქით ყურება და ხალხის შეთვარიელება იმის გასარკვევად, ვინმე ჩემ დღეში ხომ არ იყო, მარცხენა მხარეს დავინახე რკინის სახელურზე მოჭიდებული, საშუალო ასაკის მქონე მამაკაცის ხელი. იმ წამიდან, როგორც კი მისი ხელისკენ შევტრიალდი, ისევ ვიგრძენი რომ უცებ მისი ხელიდან გამოსული დიდი ენერგია მწვდა ყელში და დამიწყო მოჭერა. დაფეთებულმა სკამიდან წამოხტომა განვიზრახე და მარჯვენა კარისკენ წასვლა, როცა ეს ყველაფერი გაქრა. ახლა, უკვე ცნობისმოყვარეობამ შემიპრყო. ვაგონიდან ჩასვლა გადავიფიქრე და სპეციალურად მივტრიალი იმ კაცის ხელისკენ. ზუსტად იგივე განმორდა. არ ვიცი, ამას რა ვუწოდო, საშინელი ენერგია მოდიოდა, რაღაცნაირი ლეშის სუნით. ისევ ცუდათ ვხდებოდი, მაგრამ ცნობისმოყვარებამ ისე მძლია, რომ რამდენჯერმე სპეციალურად შევტრიალდი მისკენ, ხოლო როგორც კი მის ხელს მოვაშორებდი ჩემ თავს და გავწევდი მარჯვენა მხარეს, ეს ყველაფერი იმ წამიდანვე წყდებოდა. ბოლოს დიდი შიშით და ცნობისმოყვარეობით ავხედე. საშუალო ასაკის და საშუალო სიმაღლის კაცი იყო, გამხდარი, შავგრმანი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივ მუშას გავდა, ხელიც ასეთივე ქონდა, არაფრით გამორჩეული აღნაგობა ჰქონდა. უახლოეს გაჩერებაზე ეს კაცი ჩავიდა. მას შემდეგ, ვინც კი ამოვიდა და რამდენჯერაც მივატრიალე იგივე სახელურზე მოკიდებული ხელისკენ თავი, მსგავსი რამ აღარ განმეორებულა. მსგავსი ისტორიები არაერთგზის წამიკითხავს და მსმენია, ყოველთვის სკეპტიკურად ვუყურებდი, მაგრამ დღემდე ვერ ვიპოვე ახსნა, თუ რა მოვლენასთან მქონდა საქმე.

- რომელ მეტროსადგურზე ჩავიდა მოჩვენება?

- ვერ ვიტყვი რომ მოჩვენება იყო, ეს იყო კაცი, რომელიც მარჯანიშვილის მეტროს გაჩერებაზე ჩავიდა.

- მას შემდეგ აღარ გადაგხდენია მსგავსი შემთხვევა?

- არ განმეორებულა, ეს იყო პირველი და ჯერჯერობით უკანასკნელი შემთხვევა. არავისთვის მითქვამს აქამდე, უფრო მეტიც, საერთოდ არ ვარ ცრუმორწმუნე. ეს ჩემ კანადელ მასწავლებელსაც კი გაუკვირდა, იმიტომ რომ მითხრა, საქართველოში ძალიან სჯერათ ჯადოების და შავი კატებისო, შენ კიდე არაფრის გჯერაო. ვინმეს რომ ჩემთვის მოეთხრო და სხვათა შორის, ბევრს მოუყოლია ჩემთან ინტერვიუების დროს მოჩვენებებს რომ ხედავდნენ, მე გარკვეულწილად სკეპტიკურად ვუყურებდი და იმას ვაბრალებდი, რომ შინაგანი რწმენა და სურვილი ქონდათ,  დაენახათ მოჩვენებები.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია