რამდენი ბავშვი შიმშილობს საქართველოში - უთანასწორო საზოგადოების მაღალი დონით ევროპაში ვლიდერობთ

რამდენი ბავშვი შიმშილობს საქართველოში - უთანასწორო საზოგადოების მაღალი დონით ევროპაში ვლიდერობთ

ჩვენს ქვეყანაში ბევრს არ ულხინს, მაგრამ ბავშვთა მდგომარეობა განსაკუთრებით საგანგაშოა. საერთაშორისო ორგანიზაცია unicef-ი ჩვენს ქვეყანაშიც მუდმივად იკვლევს ბავშვთა პრობლემებს და ხელისუფლებას მათი მოგვარების გზებს სთავაზობს.

ამ ორგანიზაციის მონაცემებით, ჩვენს ერთი მუჭა ქვეყანაში, სადაც ოჯახი და ბავშვი ყველაზე ურყევი ფასეულობა გვგონია, 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს.

2013 წლის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის თანახმად, უღარიბეს ოჯახებში მცხოვრები სამი-ხუთი წლის ბავშვების 25% მნიშვნელოვნად ჩამორჩება ფიზიკური, ემოციური, სოციალური თუ შემეცნებითი განვითარების თვალსაზრისით.

საქართველოში ბავშვები უფრო მეტად დგანან უკიდურესი სიღარიბის რისკის წინაშე, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. 16 წლამდე ბავშვების 27% სიღარიბეში ცხოვრობს, აქედან 50 000 ბავშვი უკიდურეს სიღატაკეს განიცდის და მოიხმარს დღეში 2 ლარზე ნაკლებს. ბავშვიანი ოჯახები უფრო ღარიბნი არიან, ვიდრე უბავშვო ოჯახები და რაც უფრო მეტი ბავშვია ოჯახში, მით მეტია სიღატაკის რისკი.

სამწუხაროდ, სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ბავშვების პროცენტული მაჩვენებელი იზრდება - 2011 წელს 25%-დან - 2013 წელს 27%-მდე გაიზარდა, რადგან სოციალური დანახარჯები უფრო მეტად სხვა დაუცველ ჯგუფებზე იყო მიმართული.

რაც ყველაზე სავალალოა, ღატაკი ბავშვები საშუალო განათლებასაც ვერ იღებენ. კვლევამ აჩვენა, რომ 2012-2013 სასწავლო წელს უღარიბესი ოჯახებიდან რაიმე სახის საგანმანათლებლო დაწესებულებაში 17 წლის ასაკის ბიჭების მხოლოდ 53% დადიოდა. 18 წლის ასაკის ბიჭებისთვის ეს მაჩვენებელი 47%-მდე ეცემა.

"ყველა ბავშვისთვის სოციალური დაცვის თანაბარი შესაძლებლობის უზრუნველყოფა უნდა იყოს ქვეყნის პრიორიტეტი,"იუნისეფი" ეხმარება საქართველოს მთავრობას სოციალური დაცვის სისტემის გადასინჯვაში, რომ ამ სისტემამ გაითვალისწინოს შეღავათები ბავშვებისათვის. ჩვენი კვლევის თანახმად, რეკომენდებულია ფულადი შეღავათი ყველა ბავშვისთვის, რაც საგრძნობლად შეამცირებს ბავშვთა სიღარიბეს", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია