''სუხიშვილების'' სოლისტის არაჩვეულებრივი სიურპრიზი დიდი ხნის უნახავ დედას

''სუხიშვილების'' სოლისტის არაჩვეულებრივი სიურპრიზი დიდი ხნის უნახავ დედას

24 წლის მურმან გაგოშიძე, იგივე მურიკო, ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' ფინალში ამავე პროექტის წინა სეზონის გამარჯვებულთან, ქეთი ხატიაშვილთან ერთად გამოჩნდა. მათ შეასრულეს ცეკვა მოდერნი, რომლის დადგმაც მთლიანად მუროს ეკუთვნის. ამ ნომრით კმაყოფილი გოჩა ჩერტკოევი ბიჭის ვინაობას კითხულობდა. სუხიშვილების სოლისტიაო, მიაწოდეს ინფორმაცია პროექტის წამყვანებმა. მურო სუხიშვილების ახალ პროგრამა ''რამიშვილებშიც'' ცეკვავს.

ჩვენ გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგაცნოთ ეს ნიჭიერი მოცეკვავე.

- ქუთაისიდან ვარ. მთელი ჩემი ოჯახი ხელოვნებას ემსახურებოდა. მამაჩემი, ბადრი გაგოშიძე, მოცეკვავეა, ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლსა და შეიარაღებული ძალების ანსამბლში ცეკვავდა. ერთხელ ბატონი თენგიზი და ნინო რამიშვილი ყოფილან მისული ე.წ ''ზაკვოში'', საიდანაც აარჩიეს ბიჭები ანსამბლისთვის. მათ შორის მოხვდა მამაც, მაგრამ შემდეგ მამას ჯარში უთანხმოება მოუვიდა და ანსამბლში ვეღარ მივიდა. მამაჩემის აუხდენელი ოცნება მე ავახდინე. დედაჩემი, დოდო გიორგაძე, მომღერალია, მუსიკოსი. ბებიაჩემი - პოეტი. 5 წლისაც არ ვიყავი, მშობლებმა ცეკვაზე რომ მიმიყვანეს. წელიწად-ნახევარი ვიცეკვე ქუთაისში. მერე თბილისში გადმოვედით საცხოვრებლად და ''პიონერთა სასახლეში'' მიმიყვანეს თამაზ ჟორჟოლიანთან. ბატონი თამაზი სუხიშვილების მოცეკვავე გახლდათ. ხუთი წელი ვიცეკვე მის ანსამბლ ''იბერიაში'', რომელიც მერე დაიშალა.

მივხვდი, რომ ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. ვცეკვავდი სახლში, მეგობრებში, სოფელში, სკოლაში, ყველგან, სადაც ამის საშუალება მქონდა. ჩემი ოცნება იყო, ''სუხიშვილებში'' მეცეკვა. როცა ამ ანსამბლმა პირველი ''ასა ფართი'' გამოიტანა სცენაზე, ჩემმა ბიძაშვილმა კონცერტზე წამიყვანა, ''პირველი არხის'' ოპერატორი იყო. კონცერტზე სიცხიანი წავედი. მაშინ ბატონი თენგიზ სუხიშვილი ცოცხალი იყო. კონცერტის შემდეგ ჩემმა ბიძაშვილმა მიმიყვანა ბატონ თენგიზთან და უთხრა, ამ ბიჭს ცეკვის გარეშე ცხოვრება არ შეუძლიაო. მეორე დღეს სტუდიაში დამიბარა. იმ ღამეს სიხარულისგან ვერ დავიძინე. 2 წელი ვიცეკვე სტუდიაში. 16 წლის უკვე ანსამბლში გადმომიყვანეს.

- როგორ?

- ერთ დღეს დამირეკა ჩემმა ქორეოგრაფმა, დათო უგრეხელიძემ, და მითხრა, რატომ აგვიანებ რეპეტიციაზე, ხვალ ანსამბლში გასინჯვა გაქვსო. სიცხიანი ვიყავი ისევ და არ ვაპირებდი მისვლას. სიცხე კარგად მაქვს დაცდილი (იცინის). სახლში რაღა გამაჩერებდა, ავადმყოფობაც კი დამავიწყდა. მეორე დილისთვის დამიბარეს გასინჯვაზე. ოჯახში არ ვთქვი, სიურპრიზის გაკეთება მინდოდა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ანსამბლში მოვხვდებოდი, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მაინც მქონდა.

დარბაზში რომ შევედი, არავინ იყო, მარტო ილიკო, ბატონი თენგიზი და ქალბატონი ნინო ისხდნენ. შევბრუნდი, სამუხლეები გავიკეთე, ბენდენა წავიკარი თავზე, შემოვბრუნდი და რას ვხედავ, ას ოცი კაცი ზის დარბაზში. თან ისეთი მოცეკვავეები, რომლებთან ვარჯიშზეც მხოლოდ ვიოცნებებდი. ავნერვიულდი, ენერგია წამერთვა, ფერი დავკარგე, კანკალმა ამიტანა. დათო უგრეხელიძე მოვიდა და მითხრა, მურო, არ შემარცხვინოო. გამსინჯეს. ბატონმა თენგიზმა დამიძახა, თავზე ხელი გადამისვა და ანსამბლში მიღებული ხარო, მითხრა. იმ სიხარულის ემოციას ვერ გადმოგცემთ. დავურეკე მამაჩემს და ახალი ამბავი ვახარე. სახლში დედაც და მამაც ტირილით დამხვდნენ. ჩემმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ მე ეს სიხარული განმეცადა. ბევრი რამ მოიკლეს, ძალიან დიდი გაჭირვება გამოიარეს. რომ დავუფასე, ყველაზე მეტად ის მიხაროდა.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია