მამუკა ხაზარაძის შვილმა მიმტანად მუშაობა გადაწყვიტა

მამუკა ხაზარაძის შვილმა მიმტანად მუშაობა გადაწყვიტა

ამბავი, რომელსაც ახლა გიამბობთ საქართველოსთვის იშვიათობაა. იშვიათობაა, იმიტომ, რომ გაჭირვებული ოჯახის შვილები არ თანხმდებიან ყველანაირ სამსახურს. Ambebi.ge-თვის ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის ქალიშვილი ანა, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ბარში "Down Town" მიმტანად მუშაობდა. წყაროს ცნობით, ანა ხაზარაძემ მანქანა დაამტვრია და მისი შესაკეთებელი ფულის შეგროვება საკუთარი შრომით გადაწყვიტა და ამიტომაც დაიწყო მიმტანად მუშაობა.

Ambebi.ge შეეცადა თავად ანა ხაზარაძეს დაკავშირებოდა, მაგრამ ის თბილისში არ იმყოფება. ამიტომ ინფორმაცია "Down Town"-ის დირექტორთან, ანა მაისაშვილთან გადავამოწმეთ.

- ანა ჩვენთან აღარ მუშაობს. სულ ახლახანს წავიდა სამსახურიდან. დაახლოებით თვენახევარი იმუშავა ჩვენთან, თავისუფალი იყო სწავლისგან და გადაწყვიტა ეს დრო გამოეყენებინა, ამიტომ ჩვენთან დაიწყო მიმტანად მუშაობა.

- შეძლებულ ოჯახში გაზრდილია ანა, ხომ არ უჭირდა ასეთი მძიმე სამუშაოს შესრულება?

- ერთ-ერთი საუკეთესო მიმტანი იყო ჩვენთვის. ეს უბრალო ნათქვამი ნამდვილად არ არის. გოგონა მუშაობდა დილის 9 საათიდან ღამის ოთხ საათამდე. ბოლო სტუმარი სწორედ ამ დროს მიდის ჩვენგან. ძალიან ბევრ მიმტანს აჯობა, შრომისმოყვარე გოგონაა.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძეს, მისი კარიერა ბიზნესში 23 წლის ასაკში დაიწყო, როცა გადაწყვიტა ფული ნახატების გაყიდვით ეშოვა, მაგრამ არ გაუმართლა. შემდეგ იყო ლუდის ბიზნესი, ტელევიზიით მოისმინა, რომ თბილისში ამერიკული ლუდი ჩამოიტანეს, რომელსაც კონტეინერებიდან ვერ ცლიდნენ, დაუკავშირდა მეგობრებს და ლუდი საქართველოდან პეტერბურგში გაიტანა. ამ საქმიდან მილიონი მანეთი იშოვა.

შემდეგ იყო კარაქის ბიზნესი, 90-იან წლებში ბანკიდან სესხის სახით აიღო 2 მილიონი დოლარი, სანაცვლოდ კი მამის სახლი ჩადო გირაოში, ქართული კონიაკი ესტონეთში გაიტანა და კარაქში გადაცვალა. ამ ბიზნესმაც გაამართლა. ამის შემდეგ ჩამოაყალიბა "თი ბი სი" ბანკი, ამბობს, რომ თავდაპირველად მისი საწესდებო კაპიტალი 500 დოლარი იყო.

მამუკა ხაზარაძე ასევე არის "საქართველოს განვითარებისა და რეკონსტრუქციის კომპანიის" პრეზიდენტი, რომელიც მან 2003 წელს დააფუძნა ჰოლანდიელ ფინანსისტ ბობ მეიერსსა და ქართველ პარტნიორ ბადრი ჯაფარიძესთან ერთად. ეს კომპანია თბილისში 22 მსხვილ ობიექტს ფლობს.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია