ავტობუსის დაღუპული მძღოლის დაკრძალვის ხარჯებს მერია აანაზღაურებს

ავტობუსის დაღუპული მძღოლის დაკრძალვის ხარჯებს მერია აანაზღაურებს

ავტობუსის დაღუპული მძღოლის დაკრძალვის ხარჯებს მერია აანაზღაურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" დედაქალაქის მერიიდან აცნობეს , თბილისის მერია მწუხარებას გამოთქვამს გუშინ მომხდარი ტრაგიკული ფაქტის გამო, რომლის შედეგადაც #19 ავტობუსის მძღოლი გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, ავტობისის დაღუპული მძღოლის დაკრძალვის ხარჯებს მთლიანად უწყება აანაზღაურებს. მერია მოუწოდებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს დროულად მოხდეს ავტობუსის მძღოლის გარდაცვალების ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამოძიება.

მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ, ყვითელი ავტობუსის მძღოლი გუშინ გარდაიცვალა. შემთხვევა ფონიჭალის ბოლო გაჩერებაზე მოხდა . შსს-მ თავდაპირველად გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მოგვიანებით, საქმე გადაკვალიფიცირდა და ამ ეტაპზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია