"კაცებს რომ გაეღოთ ხმა, ის ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა" - რამ შეიწირა №19 ავტობუსის მძღოლი

"კაცებს რომ გაეღოთ ხმა, ის ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა" - რამ შეიწირა №19 ავტობუსის მძღოლი

"იმ ბიჭს კონტროლიორიც სთხოვდა, ფეხები ჩამოიღე, მაგ ადგილზე პურს ვაწყობთ და ვჭამთ ხოლმეო, მაგრამ იმან ფეხები არაფრით არ ჩამოიღო, თან ყვიროდა, სადაც გინდათ, იქ მიჩივლეთო"

"მძღოლს ლანძღავდნენ, ის კი ითმენდა და ცდილობდა, ბოლო გაჩერებაზე მშვიდობიანად მივეყვანეთ. ავტობუსი რომ დაიცალა, ის ბიჭი ყველაზე ბოლოს ჩამოვიდა. მძღოლმა დაუძახა, ახლა მითხარი, რა გინდოდაო. ის კი მოუტრიალდა და ხელი გაარტყა."

საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსარგებლე არც თუ მდიდარი ფენა მგზავრობის მაღალი ფასებისა და მგზავრობის აუტანელი პირობების გამო ჯავრს ძალზე ხშირად მძღოლებსა და კონტროლიორებზე იყრის.  № 19 ავტობუსის მგზავრებმა არაფერი გააკეთეს, რომ მძღოლის მიმართ ერთ-ერთი მგზავრის მიერ გამოვლენილი იმ აგრესიისთვის შეეშალათ ხელი, რამაც მძღოლის გარდაცვალება გამოიწვია. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ისინიც შემზარავი მკვლელობის პასიური მონაწილენი გახდნენ, - ადამიანი, რომელიც დილის ექვსი საათიდან ღამის პირველ საათამდე საჭეს უზის და მათ ემსახურება, ერთ-ერთმა მგზავრმა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ხელის ერთი დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა. არადა ვალერი ესვანჯია მხოლოდ 45 წლის იყო და ერთადერთი შვილი ფეხზე ჰყავდა დასაყენებელი.

ვარკეთილში,  № 19 ავტობუსში ასულმა 27 წლის გ. მ-მ ავტობუსში დასაჯდომი ვერ გამონახა და მძღოლის კაბინის გვერდით დამონტაჟებულ თავისუფალ სკამს მიაშურა. როგორც წესი, მგზავრები ამ სკამით პიკის საათებშიც კი ვერ სარგებლობენ, - ტრადიციულად მძღოლები სკამის საზურგეს აძრობენ და ინახავენ, მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ უფლება არ აქვთ სატრანსპორტო სპეციალისტების ადგილი სხვას დაუთმონ. გ. მ. ამ არგუმენტმა ვერ დააკმაყოფილა და კატეგორიულად მოითხოვა, რომ მძღოლს სკამის საზურგე მისთვის გადაეცა, რათა დამჯდარიყო. ამის შემდეგ მძღოლმა სიტუაციის განმუხტვა არჩია და მას სკამის საზურგე გადასცა, რის შედეგადაც გ. მ სკამზე მოთავსდა, ხოლო ფეხები მძღოლის გვერდით მდებარე მოტორზე შემოაწყო. რის გამოც ამჯერად ვალერი ესვანჯიამ მოსთხოვა კატეგორიულად, ფეხები დაბლა ჩამოეწყო. გ.მ-მ ეს არ გააკეთა და ლანძღვა-გინება განაგრძო. მძღოლი ცდილობდა, პასუხი არ დაებრუნებინა. თუმცა ჩანდა, რომ თავშეკავება უჭირდა და ნერვიულობდა.

ლელა შ, თვითმხილველი:

- ავტობუსს პირველივე გაჩერებიდანვე მოვყვებოდი, ეს ადამიანი, რომელმაც უდანაშაულო მძღოლი ჩვენ თვალწინ მოკლა, მთელი მგზავრობის მანძილზე იმდენად აუტანლად იქცეოდა, რომ რამდენჯერმე ვიფიქრე, მძღოლს მოთმინების ძაფი გაუწყდება, რამეს დავეჯახებით და დავიხოცებით-მეთქი. იმ ბიჭს კონტროლიორიც სთხოვდა, ფეხები ჩამოიღე, მაგ ადგილზე პურს ვაწყობთ და ვჭამთ ხოლმეო, მაგრამ იმან ფეხები არაფრით არ ჩამოიღო, თან ყვიროდა, სადაც გინდა იქ მიჩივლეთო. მინდოდა იმ ბიჭისთვს ხელი მომეკიდებინა და დაბლა ჩამებრძანებინა და ვუთხარი კიდეც, რა დღეში ხარ, სადმე გადავიჩეხებით-მეთქი, მაგრამ რა აზრი ჰქონდა, ჩემ გარდა ერთ-ორმა ქლმა ამოიღო ხმა და ამით დამთავრდა ყველაფერი, კაცები ჩუმად იჯდნენ. ამის მრცხვენია და თავს დამნაშავედ ვგრძნობ. კაცებს რომ გაეღოთ ხმა, ის ბიჭი ამდენს ვერ გაბედავდა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია