აქტუალურია მამაკაცური დეტალები ქალის სამოსში ''ძირითადი აქცენტი კეთდება ფერსა და ფაქტურაზე

აქტუალურია მამაკაცური დეტალები ქალის სამოსში ''ძირითადი აქცენტი კეთდება ფერსა და ფაქტურაზე

დიზაინერმა ნინო ღვინჯილიამ სამხატვრო აკადემია მოდის დიზაინის განხრით შარშან დაამთავრა, სადიპლომო ნამუშევარი კი უდაბნოს თემაზე გააკეთა. შემდეგ მონაწილეობა მიიღო კონკურს "Be Next''-ში, მისმა კოლექციამ იქაც მოწონება დაიმსახურა, ავტორს ორი პრიზი გადასცეს, ერთ-ერთი მათგანი გახლავთ ერთწლიანი სწავლა მილანის HAUTE COUTURE FASHION ACADEMY-ში.

ამჟამად ჩვენი რესპონდენტი ახალი კოლექციის შექმნაზე ფიქრობს, მაგრამ საბოლოოდ ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. ნინოს მოდის ახალ ტენდენციებზე ვესაუბრეთ.

- მოდაშია 60-ანი წლების სილუეტი, პრინტები, რაც ამ პერიოდის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. მართალია, სილუეტის შერჩევა ინდივიდუალური საკითხია, მაგრამ მოდურია როგორც ტანზე მომდგარი სამოსი, ასევე თავისუფალი და ოვალური ფორმის სილუეტი.

- რომელი ფერები და როგორი ფაქტურაა აქტუალური ამ სეზონზე?

- შეგიძლიათ, არჩევანი შეაჩეროთ როგორც მკვეთრ, ასევე პასტელურ ტონებზე. ფაქტურული თვალსაზრისით კი აქტუალურია აბრეშუმის, ჩითის, ტყავის, თხელი ნაქსოვისგან შექმნილი სამოსი, ასევე ყვავილების პრინტი.

- კაბებისა და ზედატანების შერჩევისას რა უნდა გავითვალისწინოთ?

- მოდურია როგორც გრძელი, ჰაეროვანი ქსოვილის კაბები, ასევე მინი და მიდი სიგრძის, ტანზე მომდგარი ან თავისუფალი კაბები. რაც შეეხება ზედებს, შეგიძლიათ ინდივიდუალურად შეაჩეროთ არჩევანი თავისუფალი სტილის ან წელში გამოყვანილ მოდელებზე, მაგრამ გაითვალისწინეთ ერთი ფაქტი - თუ ზედა სადა თარგისაა, ამ შემთხვევაში აქცენტი უნდა გაკეთდეს ფაქტურაზე, ან გამორჩეულ პრინტზე, ხოლო თუ ზედატანს საინტერესო ფორმა ექნება, აქაც მნიშვნელოვანია ქსოვილი, მაგრამ ფაქტურამ არ უნდა გადაფაროს ფორმა.

- როგორ შევიტანოთ მამაკაცური დეტალები ქალის სამოსში?

- მამაკაცური დეტალები ქალის სამოსში საკმაოდ აქტუალურია. ამის მიღწევა უხეში ფორმის პიჯაკით, დიდი ზომის პერანგით, შლაპით, ჟილეტით, ჰალსტუხით, `ბაბოჩკით" შეიძლება.

იხილეთ ვრცლად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია