რას ყვება მოძღვარი რიკოთის ტრაგედიის 13 წლის მსხვერპლზე - "მქონდა განცდა, რომ ეს ბავშვი არაამქვეყნიური იყო"

რას ყვება მოძღვარი რიკოთის ტრაგედიის 13 წლის მსხვერპლზე - "მქონდა განცდა, რომ ეს ბავშვი არაამქვეყნიური იყო"

"თაკო, შვილო, ვერ ვამშვიდებ მარიამს, ნუგეშიც აღიზიანებს. გამორჩეული მეგობრები იყავით. მოთქვამს, როგორ გავძლო თაკოს გარეშეო. სანამ მოგასვენებდნენ, შენი მშობლების სახლს გამოვარიდე, იქნებ ოდნავ მაინც დამშვიდდეს-მეთქი... გერგეთის სამებაში ვიყავით. მითხრა, მამა, ასე არასდროს მომნდომებია ტაძარში შესვლა და ლოცვაო. გზად თქვენი გეგმების შესახებ მომიყვა. თურმე, რამდენი გიფიქრიათ... ახლა მხოლოდ იმასღა გეგმავს, როგორ მორთოს შენი საფლავი ყვავილებით. ტაძრის გარშემო უამრავი ყვავილია, მაგრამ შენსავით ლამაზი - არც ერთი... როდემდე დავრჩე აქ, მაინც ხომ გნახავს კუბოში. მერე არ ვიცი, რა იქნება. რომელი ვიტირო - შენი დალეწილი სხეული თუ ჩემი შვილის უბედურება? სახეზე არაფერი ეტყობა, მხოლოდ საფეთქელთან აქვს ნაკაწრიო. ასე "უბრალოდ" გაუჩინარდი. მარიამი პირველ სექტემბერს, ალბათ, ჯერ შენს საფლავზე მივა და მერე წავა სკოლაში..." სოციალურ ქსელში ასე გამოეხმაურა დეკანოზი პეტრე კვარაცხელია ქალიშვილის - მარიამის მეგობრისა და თავისი სულიერი შვილის, თაკო ფერაძის დაღუპვას.

ტრაგიკულმა შემთხვევამ 13 წლის გოგონას სიცოცხლე იმსხვერპლა. რიკოთზე სატვირთო ავტომობილი, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა, საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტობუსს შეეჯახა და გადააბრუნა. ავტობუსში ბულგარეთში გასტროლებზე მიმავალი ხალხური სიმღერის ანსამბლის წევრები - 35 ბავშვი და მათი პედაგოგი ქალბატონი ისხდნენ. 10 მათგანი მსუბუქად დაშავდა.

მამა პეტრე (კვარაცხელია), თაკო ფერაძის მოძღვარი: - თაკო ჩემი სულიერი შვილი იყო. ბავშვობიდან ვიცნობდი, ჩემს შვილს - მარიამს პირველი კლასიდან დაუმეგობრდა. ექვსი შვილი გვყავს და სულ გვინდოდა, თაკოც ჩვენთან ყოფილიყო. მეექვსე შვილის ნათლია, მარიამის სურვილით, თაკო გახდა. თაკოს თვალებში რომ ჩავხედავდი, ჩემთვის ყველაფერი გასაგები იყო. მასთან ერთად მიადვილდებოდა ბავშვებთან ურთიერთობა და იმ პრობლემებთან გამკლავება, რაც თინეიჯერობის ასაკს მოჰყვება. ბოლო დროს თაკოს ხშირად ვნახულობდი და ძალიან უცნაურია, მაგრამ სულ მქონდა განცდა, რომ ეს ბავშვი არაამქვეყნიური იყო.

მუდმივად იღიმოდა, გაბრაზებული არასდროს მინახავს, ყოველთვის მადლიერი და ბედნიერი იყო. გამორჩეულად მეგობრობდნენ თაკო, თათია და ჩემი მარიამი. შეიძლებოდა ერთნაირადაც ჩაეცვათ, ერთნაირი ვარცხნილობა გაეკეთებინათ. ჩვენთან როცა მოდიოდნენ, მეზობლები ამბობდნენ, ვერ ვარჩევთ, რომელი რომელიაო.

თაკო მოსკოვის გამზირზე ცხოვრობდა, მაგრამ ვარკეთილში დადიოდა კერძო სკოლაში. ჩემი შვილი ცეკვაზე დადიოდა ანსამბლ "ბასიანში". თაკომ და მარიამმა მოისურვეს, იქაც ერთად ევლოთ. ძალიან ხალისიანი იყო, პედაგოგმა კისკისა შეარქვა...

თაკო იმ ასაკში გარდაიცვალა, როდესაც ადამიანის ცნობიერებაში ტკივილიც და სიხარულიც ღრმა კვალს ტოვებს. ტრაგედიიდან მესამე დილით, სახლიდან რომ გამოვდიოდი, ჩემმა მარიამმა მკითხა - მამიკო, თაკოსთვის როგორი კაბა შევარჩიოო. დილიდან დადიოდა მაღაზიებში, რომ უკანასკნელი საჩუქარი მიეტანა მეგობრისთვის.

გასტროლებზე გამგზავრების დილას თაკო დედას წაუყვანია, მობილური უყიდია.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია