კადრზე შეჩერებული სისხლიანი ლომისობა და დედა სიდონიას გზა მონასტრისკენ

კადრზე შეჩერებული სისხლიანი ლომისობა და დედა სიდონიას გზა მონასტრისკენ

მართალია, დათო ქორიძე უკვე წლებია, რაც რადიოში მუშაობს, მაგრამ წლების წინ, სასულიერო აკადემიაში სწავლისას, ფოტოგრაფია მის მეორე პროფესიად იქცა. ძირითადად დოკუმენტურ კადრებს იღებს, თუმცა დედა სიდონიას ფოტოების სერია სოციალურ ქსელში დღემდე პოპულარობით სარგებლობს.

- სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ სასულიერო სემინარიაში ჩავაბარე. ბავშვობიდან მაინტერესებდა სხვადასხვა რელიგია, ძიების პროცესი საკუთარ თავთან. შემდეგ სწავლა მაგისტრატურაში გავაგრძელე. მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ჩემს ცხოვრებაში ფოტოგრაფია შემოვიდა. მეგობარმა იმ დროისთვის ძალიან კარგი ფოტოაპარატი იყიდა. რამდენიმეჯერ ვთხოვე, ყველაფერს ვიღებდი, ახლა რომ ვუყურებ იმ ფოტოებს, მეცინება. ბავშვობაში წაღვერში დასვენების დროს ცნობილი ფოტოგრაფი ხაჩიკა გავიცანი. მას დიდ პატივს ვცემდი. რამდენჯერაც მიწევდა ჩასვლა, ვხვდებოდი და ვსაუბრობდით. ძველი სკოლა იყო, ძალიან დიდი გამოცდილებით.

- რისი ან ვისი გადაღება შეგიყვარდა?

- ნაკლებად მიყვარს ბუნების გადაღება, ლამაზი პეიზაჟები. მომწონს, როდესაც ადამიანებს ვიღებ, რადგან ფოტოებზე მათი შინაგანი სამყარო, ის გარემო ჩანს, რა სიტუაციაშიც ცხოვრობენ. ამ ეტაპზე ფოტოგრაფიას ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი უკავია, მიუხედავად იმისა, რომ რადიოში ვმუშაობ. სულ კადრებზე ვფიქრობ, რისი გადაღებაც შემიძლია. საბოლოოდ მაინც ფოტოდოკუმენტალისტიკაზე ჩამოვყალიბდი. არ შეიძლება მომბეზრდეს, რასაც ახლა ვაკეთებ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია