"არასდროს მითქვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი ვიყავი"

"არასდროს მითქვამს, რომ კათოლიკოს-პატრიარქის შვილიშვილი ვიყავი"

1932 წელს, როდესაც სამღვდელოებამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად კალისტრატე ცინცაძე გამოარჩია, ქვეყანა დიდ განსაცდელში იყო. საბჭოთა რეჟიმს ვერც პატრიარქის ოჯახი გადაურჩა (უფროსი ქალიშვილი გადაუსახლეს). მიუხედავად ყველაფრისა, ქართული ეკლესიის მწყემსმთავარი სულიერ შვილებს მომავლის იმედს უღვივებდა და ერს გაძლიერებისკენ მოუწოდებდა... მისი ღვაწლი საქართველოს ისტორიაში დიდია. ამაზე ბევრი თქმულა და დაწერილა, თუმცა ამ სტატიით სულ სხვანაირ კალისტრატე ცინცაძეს გაიცნობთ...

გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე დაწერილ ანდერძში უწმინდესმა საკუთარი ქონება საქართველოს საპატრიარქოს დაუტოვა. პირადი ნივთების ნაწილი კი დღემდე მისი ერთ-ერთი შვილიშვილის, ნიცა ხუციშვილის ოჯახში ინახება... სადაფით დამშვენებული სპილოსძვლის წიგნის სანიშნე, ქაღალდის საჭრელი მოსევადებული ვერცხლის დანა წარწერით "კავკაზ", ქარვის კრიალოსანი, მთვარის ქვის"კვერცხი, კვერცხის ჩასადები ფაიფურის ჭიქა, ვერცხლის მოჩუქურთმებული ლანგარი და საათი, რომელიც უწმინდესს ყოველთვის გულის ჯიბეში ჰქონდა...

პაპა-შვილიშვილის ურთიერთობის უცნობი დეტალები პირველად "კვირის პალიტრაში" იბეჭდება.

უკანასკნელი საჩუქარი

ნიცა ხუციშვილი კალისტრატე ცინცაძის ქალიშვილის, მელანიას (მელიტას) შვილია. 16 წლის იყო, პაპა რომ გარდაიცვალა. საქართველოს პატრიარქის პირადი ნივთები დედისგან ერგო. ყველა მათგანი მისთვის შეუფასებელი და ძვირფასია, ერთი განსაკუთრებით - პაპის უკანასკნელი საჩუქარი მთვარის ქვის"კვერცხი.

- პაპა 3 თებერვალს გარდაიცვალა. მისმა შვილებმა და შვილიშვილებმა მასთან, საპატრიარქოში, 27 იანვარს ნინოობა აღვნიშნეთ. რამდენიმე დღის შემდეგ რომ მივედი, ლოგინში იწვა. ტრადიციულად ხელზე ვემთხვიე. თაროზე იდო ულამაზესი მთვარის ქვის კვერცხი. მასზე გამიშტერდა თვალი. რა თქმა უნდა, პაპას ეს არ გამოჰპარვია და მკითხა, - მოგწონსო? ხმა ვერ ამოვიღე... აიღე, სამახსოვროდ გქონდესო. ძალიან მომერიდა და ისე წამოვედი, საჩუქარი არ წამომიღია. მეორე დღეს დედამ მომიტანა, - უწმინდესმა შენთან გამომატანაო. ეს საჩუქარი, მის სხვა ნივთებთან ერთად, ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ეს ვერცხლის დანა ყოველთვის სამუშაო მაგიდაზე ედო. ქარვის კრიალოსანი მის ხელში არ მახსოვს, მაგრამ ფოტოებში თითქმის ყოველთვის უკავია. ამ საათს მუდამ გულის ჯიბით ატარებდა. ეს კვერცხის ჩასადები ჭიქა და ლამბაქი მისი ნახმარია, სპილოს ძვლის წიგნის სანიშნეც.

- მისი სამოსიც ალბათ თქვენ დაგრჩათ.

- ნაწილი კი, მაგრამ ისეთი გაჭირვება იყო, რომ დედაჩემი და დეიდაჩემი ბავშვებს მისგან ტანსაცმელს გვიკერავდნენ.

კალისტრატე ცინცაძის მეუღლის პირადი ნივთები

ხუციშვილების ოჯახში ინახება კალისტრატე ცინცაძის მეუღლის, ოტილია ტომასის სამკაულების მოწნული ზარდახშა, რომელიც შიგნიდან ყვითელი და ლურჯი ატლასით არის გაწყობილი. ასევე თავსაბურავის გასაფორმებელი ხავერდის ყვავილები და შავი გედის ბუმბული.

ოტილია ტომასი კიევში გაიცნო, მეგობართან ერთად სეირნობისას. ყმაწვილ კალისტრატეს მეგობრისთვის უთქვამს, - ეს ქალიშვილი ჩემი მეუღლე გახდებაო. ერთ მშვენიერ დღეს კალისტრატე თავისმა პროფესორმა შინ დაპატიჟა.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია