ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები პროტესტის ნიშნად ხვალ გაჩერდებიან

ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები პროტესტის ნიშნად ხვალ გაჩერდებიან

ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ასევე სასწრაფო სამაშველო სამსახურის და კერძო ტრანსპორტის მძღოლები ხვალ 1 წუთით შეჩერდებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირებიდან აცნობეს, ხვალ, 22 ივლისს, 14:00 საათზე, თბილისში ტრაგიკულად დაღუპულ მძღოლს ვალერი ესვანჯიას დაკრძალავენ. ზუსტად 14:00 საათზე ავტოტრანსპორტის მძღოლები ქვეყნის მასშტაბით - ერთწუთიან საპროტესტო აქციას გამართავენ. ყვითელი ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, ასევე სასწრაფო სამაშველო სამსახურის და კერძო ტრანსპორტის მძღოლები: თბილისში, რუსთავში, გარდაბანში, გორში, ქუთაისსა და ფოთში 1 წუთით შეჩერდებიან და საყვირს მისცემენ. სატრანსპორტო საშუალებებს შავი ლენტები ექნება დამაგრებული. აქციის ორგანიზატორი საქართველოს ტრანსპორტის პროფკავშირია.

ყვითელი ავტობუსის მძღოლი 17 ივლისს მგზავრის მიერ ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნულის გამო, შსს-ს თანამშრომლებმა 1988 წელს დაბადებული ადე ო. დააკავეს. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია