"დიახ, ამის გამო ისინი ღორები არიან" - როგორ აფასებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში მცხოვრები ცნობილი რუსები

"დიახ, ამის გამო ისინი ღორები არიან" - როგორ აფასებენ რუსულ პოლიტიკას საქართველოში მცხოვრები ცნობილი რუსები

"რუსთავი 2"-ის გადაცემა "სხვა შუადღის" წამყვანებმა პირდაპირ ეთერში მწუხარება გამოთქვეს მალაიზიური თვითმფრინავის კატასტროფის გამო და ამ ფაქტზე საკუთარი პოზიცია გამოხატეს ("ბოინგ 777" რეისს - ამსტერდამი-კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა და უკრაინის ტერიტორიაზე, დონეცკის ოლქში, რუსეთის საზღვართან ჩამოვარდა).

საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისას, განსაკუთრებით ემოციური დიმა ობოლაძე აღმოჩნდა, რომელმაც აღშფოთება ვერ დამალა და რუსებს ღორები უწოდა, რასაც "ფეისბუქზე" დიდი გამოხმაურება მოჰყვა... ვინაიდან ამ თემაზე ვნებათაღელვა დღემდე არ ცხრება, "ამბები.გე" კომენტარებისთვის საქართველოში მცხოვრებ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, ცნობილ რუსებს დაუკავშირდა.

ოლეგ პამფილოვი, ჟურნალისტი:

- როდესაც ქართველები რუსებს შეურაცხყოფენ და ვთქვათ, ღორებად მოიხსენიებენ, ასეთ დროს არაფერს არ ვგრძნობ...

დიმა ალბათ რუსეთის პოლიტიკას გულისხმობდა და ამ მიმართულებით აბსოლუტურად ვეთანხმები. ვეთანხმები იმაშიც, რომ დღეს რუსეთი საოცარ პოლიტიკას ახორციელებს უკრაინაში. დიახ, ამის გამო ისინი ღორები არიან, რადგანაც ასევე ექცეოდნენ საქართველოს 10 წლის განმავლობაში და ამასთან, ქართველებს ყველანაირი შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობდნენ.

ემოციების შეუკავებლობა ადამიანში ცუდი თვისებაა, მაგრამ როდესაც ლაპარაკი მიდის ომზე, ხალხის კვლაზე და იმაზე, რასაც რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოებს, მე თანახმა ვარ, რუსეთის მთავრობა ღორებად მოვიხსენიო.

- აღნიშნეთ, რომ რუსები ასევე შეურაცხყოფენ ქართველობსო... იქნებ უფრო გავავრცოთ ეს თემა... რატომ ხდება ასე?

- კი, ასევეა იქაც, ქართველებს შეურაცხყოფენ, "ჩერნო ჟოპებს" უწოდებენ და არა მარტო ქართველებს, უკარინელებს ფაშისტებს უწოდებენ, ცუდ კონტექსტში მოიხსენიებენ ამერიკელებს და ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. სამწუხაროდ, რუსეთში არსებობს რამდენიმე თაობა, რომლებიც საბჭოთა კავშირის პროპაგანდის მსხვერპლნი არიან, ამიტომაც მათთვის ადამიანების ასეთი შეურაცხყოფა, სახელმწიფო მტრებად გამოცხადება მიღებულია...

დიმამ თავისი თავლთახედვა და მოსაზრება გამოხატა. ეს ხომ საქართველოს მთავრობის მოსაზრება არ არის? დიმა პოლიტიკოსი არ გახლავთ და აქვს უფლება, რაღაც შეფასებების და პოზიციების დაფიქსირების. მადლობა ღმერთს, ეს არ იყო გინება, როგორც ხშირად პოლიტიკოსების მხრიდან ხდება ხოლმე.

ამასთან, საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო, ვიდრე უკრაინამ, ამიტომ, ეს ემოცია გასაგებია. ზოგჯერ ემოცია უფრო ქმედითია, ვიდრე თავის შეკავება და დუმილი.

ლალი მოროშკინა, პიარტექნოლოგი:

- დიმას ამ ნათქვამში ვერაფერს სახიფათოს ვერ ვხედავ, - რუსული პოლიტიკა ხშირად ღორულია, თუმცა ამას ჩვეულებრივ ხალხთან არაფერი აქვს საერთო... ჩემი ნათესაობაც აღშფოთებულია პუტინის პოლიტიკით! მისი ის ემოცია იმპულსური იყო, დიმა პოლიტიკოსი ხომ არ არის?! თუმცა პოლიტკორექტულობა ყველას მოეთხოვება...

- ეროვნებით რუსი ასეთ დროს თავს უხერხულად არ გრძნობ?

- რა ვიცი, რა გითხრათ? ადამიანმა აფექტში რაღაც თქვა, ხომ არ გამოვეკიდები? მე ზუსტად ერთნაირად ვარ რუსიც და ქართველიც და გაცილებით მძიმედ განვიცდი, როდესაც ქართველ ბიჭებს დღემდე ციხეებში კლავენ, ქართველი პოლიტიკოსები რომ პრემიების აღების დროს ღორობენ და საყდრისსაც რომ ქართველები ჰყიდიან...

კიდევ, მტკიოდა ის სტრატეგიული ობიექტები, მიშამ რუსეთს რომ უფეშქაშა. საერთოდ, აქეთ უფრო მეტი მტკივა, ვიდრე - იქით.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

(ნახეთ ვიდეო)

ასევე დაგაინტერესებთ: "მის კარიერას დასავლეთში წერტილი დაესმებოდა" - მწერალი დიმა ობოლაძეს, რუსების "ღორებად" მოხსენიების გამო, რასიზმში ადანაშაულებს

"რუსეთი ღორების ქვეყანაა!" - დიმა ობოლაძემ პირდაპირ ეთერში ემოციები ვერ შეიკავა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია