მეუფე სპირიდონი - ქუდზე კაცი, რომ "კაზანტიპი" საქართველოში არ გაიმართოს

მეუფე სპირიდონი - ქუდზე კაცი, რომ "კაზანტიპი" საქართველოში არ გაიმართოს

"ძნელად შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა ისეთი გათახსირება და გარყვნილება, რომელიც ამ ე.წ "კაზანტიპის" შეკრებაზე არსებობს. ამის გამო უფალმა უკრაინა დასაჯა, რუსებმა წაიღეს ყირიმი. ეხლა მოიფიქრეს, საქართველოში უნდა წავიდეთო და ანაკლიაში უნდათ "კაზანტიპის" შეკრება გააკეთონ. რატომ? იმიტომ, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია და ეშმაკი ყველაზე მეტად საქართველოს ემტერება. ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს, რომ ეს საშინელი გარყვნილება საქართველოში არ მოხდეს", - განაცხადა ქადაგებისას სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა.

მისივე თქმით, საქართველოში, სადაც ღვთისმშობლის კვართი ინახება "კაზანტიპის" ფესტივალის გამართვა დაუშვებელია, მით უმეტეს მარიამობის მარხვაში.

"ვისაც ერთხელ მაინც გვინახავს, რას ნიშნავს ეს, კარგად მიხვდება და კარგად იცის, გულისრევის გარეშე ამას ვერ უყურებ. ეს არის რამდენიმე ათასი ადამიანის გაერთიანება, თითქმის 50-60 ათასის, მათ ჰყავთ საკუთარი პრეზიდენტი, მინისტრები, მთელი სტრუქტურა აქვთ. ვინ არიან ახლა ესენი? ეს არის საშინელი გარყვნილი ხალხი, ყველანაირი ცოდვის მოქმედი, პირდაპირ აჩვენებენ ტელევიზორში ჰომოსექსუალისტურ კადრებს, რომელიც ხდებოდა ყირიმში ამ ე.წ დღესასწაულებზე. პირდაპირ აჩვენებდნენ კადრებში კაცის კაცთან გათახსირებულ ყოფნას, ქალის ქალთან გარყვნილ ყოფნას, ნარკოტიკების მიღებას, რეკლამაა ეს ამის. პანღურისკვრით გამოყარეს რუსებმა ის ე.წ "კაზანტიპი" იქიდან და სწორი გააკეთეს. ეხლა სად წავიდა ეს "კაზანტიპი", ეს გათახსირებული 10 000-ობით ადამიანი? ეხლა მოიფიქრეს, საქართველოში უნდა წავიდეთო და ანაკლიაში უნდათ "კაზანტიპის" შეკრება გააკეთონ. თან მარიამობის მარხვაში უნდათ ეს. თუ რამე ცოდვა შეიძლება წარმოიდგინო, ამაზე მეტი აღარ არსებობს", - აღნიშნა მეუფე სპირიდონმა.

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია