ვინ ინახავს ალეკო ელისაშვილს - ''სამი თვეა, კაპიკის გარეშე ვარ''...

 ვინ ინახავს ალეკო ელისაშვილს - ''სამი თვეა, კაპიკის გარეშე ვარ''...

რამდენიმე კვირაა, რაც ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა. მართალია, არავინ ელოდა, რომ ''კავკასიას'' ოდესმე შეელეოდა, მაგრამ საზოგადოება მის არჩევანს მაინც ინტერესით შეხვდა. ამაზე მისი გამარჯვებაც მეტყველებს. ერთადერთი დამოუკიდებელი კანდიდატი გახლავთ, რომელმაც ''ქართული ოცნების'' დეპუტატობის კანდიდატი დაამარცხა. ინტერვიუ ამჯერად პოლიტიკოსის ამპლუაში ჩავწერეთ. ჯერჯერობით ერთ-ერთი გამორჩეული თვისება - პირდაპირობა და მთავრობის კრიტიკა, შენარჩუნებული აქვს და დარწმუნებულია, რომ კაბინეტი ვერ შეცვლის.

- ალეკო, რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ჟურნალისტიკიდან დიდ პოლიტიკაში გადაინაცვლე?

- (იცინის) მთლად კარგად არ ვარ. საკრებულოს წევრები, ორშაბათის შეხვედრის შემდეგ, აღარ მინახავს. ერთი სული მაქვს, შევუდგე საქმიანობას.

- ქუჩაში რომ დადიხარ, ახლა როგორ გხვდება ხალხი?

- ადრე უფრო იმის განცდა ჰქონდათ, რომ გულს ვფხანდი და ბევრის სათქმელს ხმამაღლა ვამბობდი. ახლა იმედით მიყურებენ, რომ ხალხს პრობლემებს მოვუგვარებ, ამიტომ მაქვს ერთი სული, როდის დავიწყებ მუშაობას.

- საკრებულოს დეპუტატობა შენი მაქსიმუმია პოლიტიკაში თუ უფრო შორს წასვლას აპირებ?

- ხალხს ვპირდებოდი, რომ მათზე ვიზრუნებდი, თბილისის ბიუჯეტი ისე დაიგეგმებოდა, რომ პრობლემების გადაჭრას მოხმარდებოდა. ამ წუთას მხოლოდ იმის სურვილი მაქვს, რომ ეს დაპირებები შევასრულო და მეორეც, მინდა დავამტკიცო, რომ შეიძლება, პოლიტიკაში ისე შეხვიდე და წამოხვიდე, რომ ფული არ აკეთო და არ იმამაძაღლო. ჯერჯერობით ამ ორი რაღაცის დამტკიცება მინდა.

- ბევრი ცნობილი სახე გვახსოვს, რომლებიც ხალხის დიდი სიყვარულით სარგებლობდნენ პოლიტიკაში წასვლამდე და ახლა პირიქითაა.

- ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, მე იქ ფულის საკეთებლად და სამამაძაღლოდ არ მივსულვარ. რაღაც შეცდომები მექნება, ამისგან არავინ არის დაზღვეული, ადამიანური ამბავია, რომ შეიძლება, რაღაც შეგეშალოს, მაგრამ მამაძაღლობას არ ვაპირებ.

- როგორ ფიქრობ, კაბინეტი არ შეგცვლის?

- კაბინეტი უკვე მქონდა, როცა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვიყავი. ჯერ სახელმწიფო კანცელარიის შენობაში და შემდეგ პრეზიდენტის რეზიდენციაში. იქ განსაკუთრებულად კარგი კაბინეტი მქონდა (იღიმის). მაინტერესებდა, ჩემი თავი კაბინეტში გამომეცადა და რადგან გამომივიდა, იმიტომ წავედი პოლიტიკაში. საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია