"მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!"

"მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!"

ცოტა ხნის წინ "საქართველოს მწვანეთა პარტიის" ლიდერმა გია გაჩეჩილაძემ სკანდალური განცხადება გააკეთა. მისი თქმით, თურქეთი მდინარე მტკვრის სათავეზე "ბეშიქ ჰაიას" წყალსაცავების კასკადების მშენებლობას გეგმავს. გაჩეჩილაძის განცხადებით, თუ ეს პროექტი განხორციელდა, შესაძლოა, საქართველოში მტკვრის მხოლოდ მცირე ნაწილი შემოვიდეს, რაც სერიოზულ პრობლემებს შექმნის. ჩვენ დავუკავშირდით მას და უფრო დეტალურად ვთხოვეთ ამ თემის განხილვა.

გია გაჩეჩილაძე:

- ეს აბსოლუტურად რეალურია. სხვათაშორის, ეს ახალი პრობლემა არაა, ჯერ კიდევ 2012 წელს გვქონდა ამაზე კონფერენცია, თუმცა მაშინ ეს არ მოხდა და ამაში დიდი როლი ითამაშა არდაგანის ოლქის დეპუტატმა, რომელმაც დიდი ამბავი ატეხა თურქეთის პარლამენტში და მშენებლობა შეაჩერებინა. ახლა ეს პროცესი თავიდან დაიწყო, მშენებლობაზე უკვე ტენდერიც გამოცხადებულია.

- კონკრეტულად რისი აშენება მოხდება?

- მტკვრის სათავეებში, თურქეთის ტერიტორიაზე აშენდება ჰიდროსადგურების კასკადი. ჰიდროსადგურებზე გამოყენებული მტკვრის წყალი საქართველოში აღარ წამოვა და გადაგდებული იქნება მდ. ჭოროხის კალაპოტში, იქ მშენებარე მდ. ჭოროხის კასკადის ბოლო წყალსაცავების - "კილიჩისა" და "ისპირის" შესავსებად, საიდანაც მდინარე მტკვრის წყალი, მდინარე ჭოროხის საშუალებით არა კასპიის ზღვაში, არამედ შავ ზღვაში მოხვდება ასე რომ, თუ ეს პროექტი განხორციელდა, ბუნებრივია, რომ მტკვარი საქართველოში აღარ შემოვა!

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია