რა ქონებას ფლობს თაკო სალაყაია - ვანო მერაბიშვილის მეუღლის დეკლარირებული ქონება

რა ქონებას ფლობს თაკო სალაყაია - ვანო მერაბიშვილის მეუღლის დეკლარირებული ქონება

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ქონების შესახებ ლეგენდები დადის. ამბობენ, რომ მას რამდენიმე სახლი და სხვა ძვირადღირებული ქონება აქვს, რომელიც მის მეუღლეზე, თაკო სალაყაიაზე არის გაფორმებულიო. Ambebi.ge თაკო სალაყაიას ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა.

თაკო სალაყაიას სახელს არაერთი სკანდალი უკავშირდება, უყვარს გართობა და როგორც ამბობენ, მისი მხიარულება მეგობრებთან ერთად ხშირად სკანდალურად დასრულებულა. მეგობრობს ქართული შოუ–ბიზნესის წარმომადგენლებთან, ნინო ჩხეიძესთან, ნინა წკრიალაშვილთან, სოფო ნიჟარაძესთან, სტეფანესთან და სხვებთან. ამბობენ, რომ კარგად მღერის და რამდენიმე წლის წინ თავადაც ჩაწერა დუეტი გიო ხუციშვილთან. სიმღერას "არ მოუყვე არავის", რადიოებში გიო ხუციშვილის და უცნობი გოგონას სახელით ატრიალებდნენ; ამბობდნენ, რომ უცნობი გოგონა სწორედ თაკო სალაყაია იყო.

საკმაოდ დიდ ფულს ფლობენ თაკო სალაყაიას ახლობლებიც. ამბობენ, რომ  ჰყავს ბიძა ნუგზარ ჯინჭარაძე, რომელიც წარმატებული ბიზნესმენია, და რომელიც არაერთხელ გახვეულა ფინანსებთან დაკავშირებულ გარჩევებსა და სკანდალებში.

თუ გავრცელებულ ჭორებს დავუჯერებთ, თაკოს დედა საკმაოდ მდიდარი ქალბატონი გახლავთ. შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის დაკავების დროს პოლიციამ მისი სახლიდან 180 000 დოლარი ამოიღო, რომელიც მისი სიდედრის კუთვნილება აღმოჩნდა. ადვოკატ გოგიტა გაბაიძის განცხადებით, აღნიშნული თანხა ვანო მერაბიშვილის სიდედრმა უძრავი ქონების რეალიზაციიდან მიიღო.

რაც შეეხება სალაყაიას ქონებას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ თაკო სალაყაია 2004 წლიდან 2012 წლამდე მიწის მესაკუთრეთა ასოციაციაში იყო დასაქმებული, ის შეხვედრებიის კოორდინატორი გახლდათ. ამ პერიოდის მანძილზე მის მიერ აღებულმა ხელფასმა 82029 ლარი შეადგინა. დეკლარაციაში არ არის მითითებული არც პრემია და არც სამივლინებო ხარჯები.

საგულისხმოა, რომ თაკო სალაყაიას არ ემსახურებოდა დაცვა და მძღოლი. ის საკუთარი ავტომობილით გადაადგილდებოდა, მაგრამ დეკლარაციაში ავტომობილი არ აქვს მითითებული.

როგორც თაკო სალაყაიას 2011 წლის დეკლარაციიდან ირკვევა, მას ანაბარი ჰქონდა გახსნილი "ქართუ ბანკში". მისი თანხა ანაბარზე 33044 ლარს შეადგენდა. 2010 წლის მონაცემებით კი ანაბარზე 1134 დოლარი ჰქონდა.

თამარ ბოჭორიშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია