დავით ნარმანია ახალი ზოოპარკის პროექტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

დავით ნარმანია ახალი ზოოპარკის პროექტთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

დავით ნარმანიას ოფიციალურ "ფეისბუქ-გვერდზე" ახალი ზოოპარკის პროექტთან დავშირებით, რომლის განხორციელებაც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგემება, განცხადება ვრცელდება.

"უკანასკნელი დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელებსა და მედია საშუალებებში ვრცელდება თბილისის ახალი ზოოპარკის პროექტი, რომელიც თბილისის ზღვის ტერიტორიაზე განთავსდება. ვაცხადებთ, რომ ზოოპარკის თბილისის ზღვაზე გადატანის შესახებ ინიციატივა ნამდვილად განიხილება, თუმცა, ამ ეტაპზე აღნიშნული იდეა მხოლოდ კონცეპტუალურ დონეზე არსებობს.

რაც შეეხება კონკრეტულ პროექტს, გამოცხადდება ღია კონკურსი, რის შემდეგაც გამოვლინდება საუკეთესო პროექტი და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება მისი განხორციელება. კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით ინფორმაცია დაიტერესებულ საზოგადოებას მერის უფლებამოსილების ცნობის შემდეგ მიეწოდება", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალი ზოოპარკის სავარაუდო პროექტის დიზაინი ვებ-გვერდ proctorandmatthews.com-ზე გამოქვეყნდა, თუმცა საიტზე არ არის მითითებული დამკვეთის ვინაობა, ან დრო.

იხილეთ ასევე: როგორი იქნება თბილისის ახალი ზოოპარკი და რა განთავსდება ძველ ტერიტორიაზე (+4 ფოტო)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია