რა უნდა ვიცოდეთ ფულის გადახურდავების დროს - აუცილებლად საკითხავი, ვიდრე თანხას გადაცვლით

რა უნდა ვიცოდეთ ფულის გადახურდავების დროს - აუცილებლად საკითხავი, ვიდრე თანხას გადაცვლით

სავალუტო ჯიხურები, როგორც წესი, თანხის კონვერტირებას მომსახურების საკომისიოს გარეშე ახდენენ. თუმცა, არის შემთხვევები, როცა მომხმარებელს ამ მომსახურებაში საკომისიოს გადახდას სთხოვენ. ცოტა ხნის წინ, რედაქციაში მკითხველის წერილი შემოვიდა, რომელიც გვატყობინებდა, რომ პეკინის N6-ში მდებარე სავალუტო ჯიხურში, 250 დოლარის გადასახურდავებლად მივიდა და თანხის მიღებისას აღმოაჩინა, რომ ჯიხურში ვალუტის გადახურდავებისთვის საკომისიო 9.5% იყო დაწესებული, რაც 250 დოლარზე 42 ლარს შეადგენდა. როგორც კი მომხმარებელმა საკომისიოს შესახებ გაიგო, თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა, დახმარებისთვის საპატრულო პოლიციაც კი გამოიძახა, მაგრამ უშედეგოდ.

დაირღვა თუ არა მომხმარებლის უფლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში და რა უნდა იცოდეს მომხმარებელმა, რომ მსგავს სიტუაციაში არ აღმოჩნდეს? - ამის გარკვევას BPN-ი შეეცადა.

როგორც ფინანსური სექტორის ზედამხედველ ორგანოში, ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების შესაბამისი მუხლები, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს ავალდებულებს, მომსახურებისას მომხმარებელს სრული ინფორმაცია მიაწოდონ ვალუტის გაცვლის კურსისა და მომსახურების საკომისიოს ოდენობის შესახებ.

"ვალუტის გადამცვლელმა პუნქტმა უნდა უზრუნველყოს მომსახურების საკომისიოს შესახებ კლიენტისათვის თვალსაჩინო ადგილას, სალაროსთან და ყიდვა-გაყიდვის კურსის თითოეულ მაჩვენებელთან, ვალუტის ყიდვა-გაყიდვის კურსის ამსახველი შრიფტის ზომის ინფორმაციის განთავსება. აღნიშნული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია პუნქტის მიმართ გამოიყენოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილება, კერძოდ, წერილობითი მითითების გაგზავნა, ფულადი ჯარიმის დაკისრება, რეგისტრაციის გაუქმება," - ამბობენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნულ ბანკში გვითხრეს, რომ გასულ წელს იყო შემთხვევა, როდესაც აღმოჩენილი დარღვევების გამო ეროვნულმა ბანკმა შპს "პ ენდ ლ გრუპ"-ის ვალუტის გადამცვლელ ორ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა.

"რეგისტრაციის გაუქმების მიზეზი აღნიშნული პუნქტების მხრიდან იმ ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა, რომელიც ეროვნულმა ბანკმა სავალუტო პუნქტების ფულის გათეთრების მონიტორინგის პროცესის ადეკვატური წარმათვისა და მომხმარებელთა უფლებების სათანადოდ დაცვის მიზნით დაუწესა. შპს " პ ენდ ლ გრუპ"-ის ჯიხურები, რომლებიც დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობდა, არაერთხელ იყო მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზი ვალუტის გადაცვლის ოპერაციაზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე, საკომისიო გადასახადის დაკისრების გამო. მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, შპს "პ ენდ ლ დრუპ"-ის მფლობელთა მხრიდან მუდმივად ჰქონდა ადგილი მომხმარებელის შეცდომაში შეყვანას და წესების დარღვევას,"- ამბობენ ეროვნულ ბანკში.

საინტერესოა, მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში, აქვს თუ არა ვალდებულება სავალუტო ჯიხურს, გადაცვლილი თანხა უკან დააბრუნოს. როგორც ეროვნულ ბანკში განგვიმარტეს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 72-ე (საცალო გარიგების ცნება) და 73-ე (არსებითი შეცდომის სახეები) მუხლები აძლევენ მომხმარებელს უფლებას, მოითხოვოს გარიგების გაუქმება.

იხილეთ სტატია სრულად

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია