უსახლკარო, დაავადებული ქართველი ქალის უმძიმესი ტრაგედია - როდესაც გადარჩენის ერთადერთი იმედი ხალხია...

უსახლკარო, დაავადებული ქართველი ქალის უმძიმესი ტრაგედია - როდესაც გადარჩენის ერთადერთი იმედი ხალხია...

43 წლის ნონა ხრიკულს იშვიათი დაავადება აქვს. იგი ამბობს, რომ სულ ცოტა ხნის წინ მიელოდისპლაზიური სინდრომი, ძვლის ტვინის პათოლოგია დაუდგინეს. იმისთვის, რომ განიკურნოს, ძვლის ტვინის გადანერგვა ჭირდება, რაც საკმაოდ დიდი თანხებთან არის დაკავშირებული.

როგორც ნონა გვიყვება, ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ ტარდება, თურქეთში 140 ათასი დოლარი ღირს, ხოლო რეაბილიტაციას 7-8 თვე სჭირდება.

მან დახმარებისთვის რამდენიმე საქველმოქმედო ორგანიზაციას და ფონდს მიმართა, თუმცა დახმარება ვერავისგან მიიღო.

ნონას თქმით, მას ორგანიზაციებში განუმარტეს, რომ ისინი მხოლოდ 30 წლამდე ადამიანს აფინანსებენ.

მას სხვა პრობლემაც აქვს, ნონა მეგობრის სახლში ცხოვრობს, რადგან 6 წლის წინ კერძო ინვესტორმა ვერაზე არსებული სახლი დაუნგრია ახლის აშენების სანაცვლოდ, თუმცა მშენებლობა დღემდე შეჩერებულია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ქირით ცხოვრობდა, მას შემდეგ კი რაც კერძო ინვესტორმა ქირის გადახდა შეუჩერა, ქუჩაში დარჩა. ნონას პენსიონერი მშობლები ყავს, რომელთა შემოსავალიც საკმაოდ მწირია.

"სახლი რომ მქოდეს გავყიდდი და რაღაც თანხა მექნებოდა მკურნალობისთვის. დღეს კი გამოუვალ მდგომარეობაში ვარ, არც სახლი მაქვს და არც მკურნალობის სახსრები. მინდა, რომ ხალხს მივმართო დახმარებისთვის", - ამბობს ნონა.

მისი თქმით, დაავადება, რომელიც მას აწუხებს საქართველოში საკმაოდ იშვიათია. "ამ დაავადების პრეცედენტი საქართველოში არ ყოფილა, როგორც მე ვიცი, იყო მხოლოდ ერთი ბავშვი, რომელიც დააფინანსა დიმიტრი ცინცაძის ფონდმა, მას ისარელში ჩაუტარდა ძვლის ტვინის გადანერგვა, რომელიც 300 ათასი ევრო დაჯდა, 8 თვის შემდეგ კი ბავშვი თითქმის გამოჯანმრთელებული ჩამოვიდა", - აცხადებს ნონა.

რაც შეეხება მკურნალობას, იგი ამბობს, რომ ამჟამად მკურნალობის კურსს არ გადის, მხოლოდ პერიოდულად უკეთებენ გადასხმებს, რათა სიარული შეძლოს.

"ახლა მკურნალობის კურსს არ გავდივარ, ვერაფერს მინიშნავენ, რადგან კრიზი ჯერჯერობით არ მაქვს, მხოლოდ მიკეთებენ გადასხმებს, რადგან პერიოდულად გემოგლობინი მივარდება და სიარულის უნარს ვკარგავ".

კრიზის დაგდომის შემთხვევაში, ნონას ესაჭიროება წამალი, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული არ არის და ის საზღვარგარეთ 400 ევრო ღირს.

ნონას ექიმი ნინო სესკურია ამბობს, რომ დაავადება, რომელიც ნონას აწუხებს, საკმაოდ მძიმეა.

"ჩვენ მკურნალობაში ძალიან შეზღუდული ვართ. ყველაზე კარგი შედეგები მიიღწევა მხოლოდ პირველ ეტაპზე ჩატარებული ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციით. რაც საქართველოში არ კეთდება", - აცხადებს ექიმი.

მისი განმარტებით, აღნიშნულ დაავადებაზე მკურნალობა მთელ მსოფლიოში ძალიან შეზღუდულია.

"ეს არის პრაქტიკულად მწვავე ლეიკემია, ანუ სისხლის გათეთრება. ეს არის არა პირველადად განვითარებული ლეიკემია, არამედ მიელოდისპლაზიის ფონზე განვითარებული მწვავე ლეიკემია. ამ დაავადების დროს დგება მომენტი, როცა აუცილებლად უნდა დაიწყო მკურნალობა, მთელ მსოფლიში მკურნალობის ძალიან შეზღუდული პრაქტიკაა, თუმცა არსებობს პრეპერატები, ეს არის პრაქტიკულად ქიმიოთერაპია, მეტი მკურნალობის გზა პრაქტიკულად არ არსებობს", - ამბობს ექიმი.

მისივე თქმით, ასევე არსებობს მკურნალობის სხვა გზა - ეს არის პრეპარატით მკურნალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რეგისტრირებული არ არის.

იმისთვის, რომ ნონამ დაავადება დაამარცხოს, მას ხალხის დახმარება ჭირდება.

"საქართველოს ბანკში" გახსნილია ანგარიში ნონა ხრიკულის სახელზე, რომელზეც მსურველებს შეეძლებათ თანხის ჩარიცხვას. GE43BG0000000181352400 ასევე მისი დახმარება შეგიძლიათ მობილურის ნომერზე 0901700161 მხოლოდ "მაგთისა" და "ბილაინის" აბონენტებს. ზარის ღირებულება 1 ლარია.

თეა ბითაძე, Ambebi.ge

იხილეთ სიუჟეტი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია