ნიგერიაში დაკავებულ გემზე ქართველებიც არიან

ნიგერიაში დაკავებულ გემზე ქართველებიც არიან

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნიგერიაში, დაკავებულ გემზე ქართველებიც იმყოფებიან. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს , უწყება აღნიშნულ საკითხზე მუშაობს.

"სამინისტრო მომხდარის შესახებ საქმის კურსშია და ამ საკითხზე მუშაობს", - განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

სამინისტროში ჯერჯერობით სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი რა პირობებში მოხდა ქართველების დაკავება და სულ რამდენი ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა გემზე.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია