"ძაღლი, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა, ბავშვების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - ამაზრზენი ფაქტი მანგლისში

"ძაღლი, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა, ბავშვების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - ამაზრზენი ფაქტი მანგლისში

საქართველოს ცხოველთა დაცვის ასოციაციის განცხადებით, 14 ივლისს მანგლისში შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა - ვალერი ლომინაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ძაღლი, ძუ, რომელსაც 11 ჯერ კიდევ თვალებაუხელელი ლეკვი ჰყავდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვახტანგ მამალაძის თქმით, ამაზრზენი მკვლელობა 8 წლის გოგონას თვალწინ მოხდა. ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა, როგორც მამალაძე და ტრაგედიის თვითმხილველი ინგა ცუცქირიძე აცხადებენ, გამომძიებელი გიორგი გაბრიჩიძე ცდილობს, ფაქტი მიჩქმალოს და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით საქმე არ აღძრას. ცხოველთა დაცვის ასოციაცია შს მინისტრისადმი სპეციალურ მიმართვაზე ხელმოწერებს აგროვებს და დანაშაულის ფაქტზე მკაცრ რეაგირებას მოითხოვს.

ვახტანგ მამალაძე მიიჩნევს, რომ 259-ე მუხლი საზოგადოების პასიურობის გამო მკვდარია. "მუხლი რომელიც ჩვენს ქვეყანაში, წესით, ცხოველთა უფლებებს უნდა იცავდეს, არ მოქმედებს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, როდესაც შეესწრებით ცხოველის უფლებების ხელყოფას, გამოიძახეთ პატრული. შესაბამისად, ჩვენი აქტიურობით ეს მუხლიც გააქტიურდება".

ინგა ცუცქირიძე შვილებთან ერთად მანგლისში სააგარაკოდ ჩავიდა:

- იმ ეზოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ცხოვრობდა ძაღლი, რომელმაც სარდაფში 11 ლეკვი დაყარა. სახლის პატრონი სამი დღე იმუქრებოდა, უნდა დავხოცოო. შეშფოთებულმა ვთხოვე, ნუ დახოცავთ, დარეკეთ შესაბამის სამსახურში და წაიყვანენ თავის ლეკვებიანად. ძაღლს რომ მოკლავთ, ხომ პატარებიც დაიღუპებიან-მეთქი. ნასვამი იყო და ჯიუტად იმეორებდა, უნდა მოვკლაო. ამ ამბიდან ოთხი დღე გავიდა, თითქმის მიმავიწყდა ეს ამბავი, რომ გათენებისას გასროლის ხმა გავიგონე. შეშინებული გარეთ გამოვვარდი, ჩემი გოგონა აივანზე გაქვავებული იდგა, ეზოში კი სახლის პატრონი და კიდევ ერთი კაცი შევნიშნე. სახლის პატრონს ხელში იარაღი ეჭირა, მეორე კი ასწავლიდა, როგორ გამოეყენებინა იარაღი. ძაღლი სარდაფიდან გამოვარდა, კისერში იყო დაჭრილი, საბრალო აქეთ-იქით ეხეთქებოდა და გზადაგზა სისხლის გუბეს აყენებდა, მერე მეზობელ ეზოში შევარდა და იქ ბავშვების თვალწინ დალია სული. სანახაობით შეშინებულმა ბავშვებმა კივილი ატეხეს. მოგვიანებით ლეკვები გამოვიყვანეთ, რძე დავალევინეთ, მაგრამ მოვარდა ის კაცი, ლეკვები გამოგვგლიჯა, სადღაც წაათრია, მოკლული ძაღლი კი ხევში გადააგდო. ასეთი საშინელება არასოდეს მინახავს.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია