ჯაბა მელქაძე: ''სხვა არხებისგან განსხვავებით, ''ჯიდიესი'' ადამიანებს არ ამცირებს''

ჯაბა მელქაძე: ''სხვა არხებისგან განსხვავებით, ''ჯიდიესი'' ადამიანებს არ ამცირებს''

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტიკაში მოსვლის სურვილმა ყველა გააკვირვა. ოქტომბრიდან მისი გადაცემა ''ჯიდიესის'' ეთერში გავა და გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ, როგორი ჟურნალისტი იქნება ყოფილი პრემიერი.

მანამდე კი არხის მთავარ პროდიუსერთან - ჯაბა მელქაძესთან შევეცადეთ გაგვერკვია გადაცემის დეტალები და ბევრ სხვა აქტუალურ თემაზეც ვისაუბრეთ, რომლებიც ამ ტელევიზიის გარშემო ტრიალებს.

- გადაცემის იდეის ავტორი ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო. თავიდან ვფიქრობდით, რომ რომელიმე სხვა არხზე გასულიყო. მოიაზრებოდა ''საზოგადოებრივი მაუწყებელი'', თუმცა ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყდა ალტერნატივის მოძებნა, ალტერნატივა კი უკვე არსებობდა - ''ჯიდიესი''. თუმცა საბოლოოდ დამტკიცებული არაფერია, შეიძლება, ყველაფერი შეიცვალოს. პროექტის ინტერესებიდან გამომდინარე, ჯობს, დეტალებზე არ ვისაუბროთ. სატელევიზიო გადაცემაზე მუშაობას ბევრი დრო სჭირდება.

- ჟურნალისტის ამპლუაში ბატონ ბიძინას როგორ წარმოუდგენია თავი? ნერვიულობს?

- ეს იდეა თავად ბატონი ბიძინასგან წამოვიდა და თავისთავად იფიქრებდა, როგორი იქნებოდა მისი გადაცემა.

- მგონი, მსგავსი შემთხვევა არ ყოფილა, ყოფილ პრემიერს და ბიზნესმენს ჟურნალისტობა დაეწყო.

- მაგალითს ვერ მოგიყვანთ, არ ვარ გარკვეული, მაგრამ იყოს პირველი შემთხვევა, რატომაა ეს ცუდი?

- ბიძინა ივანიშვილის გადაცემა ეთერში კვირაში რამდენჯერ გავა?

- სავარაუდოდ, კვირაში ერთხელ.

იხილეთ გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია