"ძველი თბილისი შარდის სუნად ყარს" - პრემიების თანხით საზოგადოებრივი ტუალეტები გაკეთდება?

"ძველი თბილისი შარდის სუნად ყარს" - პრემიების თანხით საზოგადოებრივი ტუალეტები გაკეთდება?

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ალექსანდრე ელისაშვილის ინიციატივით, იმ საპრემიო თანხით, რომელიც საკრებულოს თანამდებობის პირებს უნდა მიეღოთ, ძველ თბილისში საზოგადოებრივი ტუალეტები უნდა გაკეთდეს.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულოს მიერ დაზოგილი პრემიების თანხით შესაძლებელია ტენდერის გამოცხადება და ძველ თბილისში, სადაც ყველაზე მეტი ტურისტი მოძრაობს, საზოგადოებრივი ტუალეტების გაკეთება. საკრებულოს თანამდებობის პირებისთვის პრემიებზე უარის გადაწყვეტილება ახალი მოწვევის საკრებულომ 19 ივლისს მიიღო. ელისაშვილის თქმით, პრემიებზე უარის თქმით, დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარი დაიზოგება.

"ძველ თბილისს პირველი იმით უნდა ეშველოს, რომ უნდა გაჩნდეს ტუალეტები ძველ თბილისში და მთელ ქალაქშიც. თითო დეპუტატი ისე იწერდა 20 000 ლარს, 300-350 %-იან პრემიას, როგორც დაგიბარებია. ჯამში პრემიების თანხა ადიოდა ნახევარ მილიონზე და მეტზეც. აი, ახლა პრემიებზე რომ ფული დავზოგეთ, უზარმაზარი ფული, ამ თანხით შესაძლებელია გამოვაცხადოთ ტენდერი სასწარაფოდ, იმიტომ, რომ ძველი თბილისი არის ტურისტებით სავსე და ყარს შარდის სუნად ლესელიძე. ამდენად პირველი ნაბიჯი ეს იქნება.

ძველ თბილისს უნდა ეშველოს მასშტაბურად. არსებობდა ასეთი გეგმა, რომელიც 2007 წლიდან შემოდო თაროზე უგულავამ, ეს გეგმა წამოსაწევია, გასაახლებელია, გასაცოცხლებელია. ამ თემაზე ვესაუბრე უკვე ნარმანიას. ეს არის კომპლექსური საქმე კულტურის და ეკონომიკის სამინისტროს, მერიის და საკრებულოს. მსოფლიოში არსებობს შესანიშნავი მოდელები, როგორ გახდნენ ისტორიულ ქალაქში მაცხოვრებელი ხელმოკლე ადამიანები მილიონერები. ჩვენც გვაქვს ამის შესანისნავი მოდელები - ცუდიც და კარგიც. ერეკლეს ქუჩა არის ძალიან კარგი მოდელი, როგორ შეიძლება განავითარო, დარჩეს და გამდიდრდეს მოსახლეობა ისტორიული მემკვიდრეობით და გვაქვს ძალიან ცუდი მოდელი პლეხანოვზე – როგორ შეიძლება სახელმწიფომ უპასუხისმგებლოდ ათეულობით მილიონი დახარჯოს ისე, რომ არანაირი შედეგი არ მოჰქონდეს",- განაცხადა ელისაშვილმა პრესკონფერენციაზე.

ნათია ლეშკაშელი, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია