"სრულიად ვამართლებ თურქ ფეხბურთელებს" - "ჩიხურას" მწვრთნელი და ხელჩართული ჩხუბის მონაწილე ჟურნალისტები დაპირისპირების დეტალებზე

"სრულიად ვამართლებ თურქ ფეხბურთელებს" - "ჩიხურას" მწვრთნელი და ხელჩართული ჩხუბის მონაწილე ჟურნალისტები დაპირისპირების დეტალებზე

ფიზიკური ანგარიშსწორებით დასრულდა "ჩიხურა" - "ბურსას" მატჩი. ჯერ ფეხბურთელები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ქართველმა და თურქმა ჟურნალისტებმა იჩხუბეს.სპორტული საიტის, Sportall.ge-ს ჟურნლისტი, თენგო ოყუჯავა გვიამბობს, რომ  უკმაყოფილება საკონფერენციო დარბაზში "ბურსას" მწვრთნელმა გამოიწვია, მან ჟურნალისტებს კითხვების დასმის საშუალება არ მისცა, ამან კი მედიის წარმომადგენლები გააღიზიანა.

"თურქების გუნდის მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე გამოხატა უკმაყოფილება და წავიდა. კითხვის დასმის საშუალება არ მოგვცა. ქართველი თარჯიმანის თქმით, თურქებმა წინა დღით 50 წუთი გვალოდინესო და ეს თურქ ჟურნალისტებსაც უთარგმნა, რასაც მათი გაღიზიანება მოჰყვა. ამ დროს, თუ არ ვცდები "ჯი დი ეს"-ის ჟურნალისტმა უთხრა ერთ-ერთ თურქ ჟურნალისტს დაწყნარდიო, მან კი ხელი ჰკრა და ამის შემდეგ დაიწყო ჩხუბი. თურქი ჟურნალისტების უკმაყოფილება მანამდე "ჩიხურას" მწვრთნელმა გამოიწვია, რომელმაც პრესკონფერენცია ინგლისურ ენაზე გამართა", - ამბობს Ambebi.ge-სთან საუბრისას ჟურნალისტი.

Ambebi.ge კონფლიქტის უშუალო მონაწილეს, ჟურნალისტ გეგი კიკაბიძეს დაუკავშირდა და ინციდენტის დეტალებს გახსენება სთხოვა.

- პროვოკაციაზე წამომაგეს, ხელით ანიშნებდნენ ერთმანეთს და მივხვდით, რომ შეურაცხყოფა მოგვაყენეს. ზუსტად არ ვიცი რას ამბობდნენ, ჟესტიკულაციით მივხვდი, რომ დაგვცინეს. ვთხოვე დაწყნარებულიყვნენ და ამ დროს ხელით შემეხო ერთ-ერთი თურქი ჟურნალისტი.

- რამდენი ადამიანი გადმოვიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე და რა დაზიანებები აღგენიშნება?

- კონკრეტულად არ მახსოვს რამდენი იყვნენ. პროვოკატორები იყვნენ ისინი ნამდვილად. არანაირი დაზიანებები მე არ მაქვს. სხვებზე არ ვიცი. დეტალები არ მახსოვს. ჩხუბი დაიწყო და კონკრეტულად ჩემზე ან სხვაზე არ ყოფილა განსაკუთრებული აგრესია. ინციდენტში ბოლოს პოლიცია ჩაერია და სხვადასხვა გასასვლელიდან გაგვიყვანეს.

Ambebi.ge-მ მომხდარის შეფასება "ჩიხურას" მწვრთნელს, სოსო ფრუიძეს სთხოვა.

- ბატონო სოსო, გამართლებულად მიგაჩნიათ თორნიკე მუმლაძის ჟესტი, რომელმაც გამარჯვება თურქების ტრიბუნასთან იზეიმა?

- რა თქმა უნდა, არავითარი გამართლება არ აქვს თორნიკეს მოქმედებას, მითუმეტეს თურქებთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს. ასე გამოხატო გამარჯვება არაეთიკურია და არაფერში არ ჯდება. გუშინ ვიმსჯელეთ და აუცილებლად გავატარებთ თორნიკეს მიმართ სანქციებს.

- თვითონ ფაქტს როგორ შეაფასებთ?

- სრულიად ვამართლებ თურქ ფეხბურთელებს, მათ დაიცვეს თავიანთი გულშემატკივარი. რაც შეეხება ჟურნალისტების დაპირისპირებას, ეს "ბურსას" მწვრთნელის პრეს-კონფერენციის შემდეგ დაიწყო. მაგრამ რა მოხდა, არ ვიცი, რადგან იქ აღარ ვიყავი.

თამარ ბოჭორიშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია