პატრიარქის თბილი სიტყვები მრევლს 18 დღიანი განშორების შემდეგ: "ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ"

პატრიარქის თბილი სიტყვები მრევლს 18 დღიანი განშორების შემდეგ: "ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ"

ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ, - ამ სიტყვებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა გუშინ საღამოს, სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მიმართა, რომელიც პატრიარქს გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ტაძარში დახვდა.

პატრიარქმა ტაძარი მოილოცა, შეკრებლები დალოცა და მრევლს მცირე ქადაგებით მიმართა. "ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ, მე ვგრძნობდი თქვენს ლოცვებს, ღმერთმა დაგლოცოთ", - მიმართა მათ უწმინდესმა. ტაძრის მოლოცვის შემდეგ კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძარი დატოვა და საპატრიარქოში გაემგზავრა.

პატრიარქის გერმანიაში მკურნალობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ექიმმა ცისანა შარტავამ კომენტარი გააკეთა. მისი ცნობით, პატრიარქს გერმანიაში კარდიოლოგიური კუთხით გეგმურ-პროფილაქტიკური გამოკვლევა და 18 დღიანი მკურნალობის კურსი ჩაუტარდა. უწმინდესი ბერლინთან ახლოს ბრანდერბურგის ჰოპერგარტენის ერთ-ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში გადიოდა მკურნალობას.

"პატრიარქის გერმანიაში ყოფნას ორი მიზანი ჰქონდა. კერძოდ, მას კარდიოლოგიური კუთხით გეგმური-პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა და 18-დღიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. შედეგები ძალიან კარგი იყო. შევეცდებით, ექიმების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები განვახორციელოთ. ზოგადად, მისი მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელი, ძალიან კარგია", - აღნიშნა ექიმმა.

მისივე თქმით, უწმინდესი თავს კარგად გრძნობს, მისთვის ეს ვიზიტი გერმანიაში სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსის გარდა, ერთგვარი დასვენებაც იყო. ცისანა შარტავამ აღნიშნა, რომ პატრიარქის გამგზავრება თებერვალში იგეგმებოდა, თუმცა, უწმინდესის დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ მოხერხდა.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია