საჭირო რჩევები ლაშქრობის მოყვარულებს

საჭირო რჩევები ლაშქრობის მოყვარულებს

ლაშქრობაზე წასასვლელად სურვილსა და მონდომებასთან ერთად, მთავარია აღჭურვილობა. ლაშქრობის მთავარი ატრიბუტებია კარავი, საძილე ტომარა და ქვეშაგები. ასევე აუცილებელია შესაბამისი ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და ჩანთა.

მოლაშქერთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი შაკაია ამბობს, ლაშქრობაში ქალებისთვის დაახლოებით 13-14 კილო ტვირთის წაღებაა რეკომენდირებული, ხოლო მამაკაცებისთვის - 17-18 კილო. მისი თქმით, ლაშქრობაში მარტო წასვლა არ შეიძლება, აუცილებელია გზამკვლევის ან გიდის გაყოლა.

რაც შეეხება სამედიცინო აღჭურვილობას, მოლაშქრეთა ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ როდესაც მოლაშქრეთა ჯგუფს გიდი მიჰყვება, ის თავად არის აღჭურვილი აუცილებელი პირველადი დახმარების მედიკამენტებით.

"გზამკვლევის გარეშე წასვლა არის სასტიკად აკრძალული და არ არის რეკომენდირებული, როგორც ფედერაციისგან, ასევე შესაბამისი ორგანოსგან, რადგან ხშირად ყოფილა ფაქტები, როდესაც თვითნებურად გადაადგილებული ჯგუფი იკარგება, შემდეგ ხიფათს აწყდება და ჩვენ სამაშველო სამსახურს ვუგზავნით. აუცილებლად უნდა იაყვნონ გზამკვლევი, მოლაშქრეთა ფედერაციას აქვს ზაფხულის სეზონზე უფასო გიდების და გამყოლების პროგრამა და ნებისმიერი მიმართულებით გაგაყოლებთ გზამკვლევს. ამ გზამკვლევებს აქვთ პირველადი გადამზადების კურსი გავლილი, შესაბამისად აღჭურვილი არიან აფთიაქით და ჩვეულებრივ მოლაშქრეს აღარ უწევს ამაზე ზრუნვა", - აღნიშნა შაკაიამ.

"საკვები მაქსიმალურად უნდა იყოს მსუბუქი და მშრალი. მაგალითად, ერთკვირიანი ლაშქრობის დროს აუცილებელია წავიღოთ მშრალი ულუფა და ისეთი საკვები, რომელიც არ ფუჭდება. მალფუჭებადი საკვების წაღება არ არის რეკომენდირებული და მან არ უნდა დაგვიმძიმოს ჩანთა", - აცხადებს გიორგი შაკაია.

სალომე სოსელია ლაშქრობაში ძალიან ხშირად დადის. იგი ამბობს, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ხანგრძლივი ლაშქრობის დროს ბარგია.

"ვცდილობთ, მაქსიმალურად ცოტა რამ წავიღოთ ლაშქრობაში, რადგან ტვირთის წაღება ყველაზე მეტად გვიჭირს. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმე ტვირთი საკვებია. ვცდილობთ ნაკლებწონიანი და კალორიული პროდუქტის შერჩევას. როგორც წესი მიგვაქვს სწრაფადმოსამზადებელი ლაფშა, შებოლილი ძეხვეული და მდნარი ყველი. თუ ორდღიან პიკნიკზე მივდივართ, ხშირად სოსისი ან სარდელიც მიგვაქვს", - ამბობს სალომე.

რჩევისთვის, თუ რომელი ხორცპროდუქტის წაღებაა უმჯობესი, "ნიკორას" წარმომადგენელს მივმართეთ.

კომპანია "ნიკორას" წარმომადგენელი აცხადებს, რომ ორდღიანი პიკნიკისთვის

შესაძლებელია ნებისმიერი პროდუქტის წაღება, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა იქნას გათვალისწინებული ტემპერატურული რეჟიმი. ლაშქრობისას, ტრანსპორტირების თვალსაზრისით განსაკუთრებით მოსახერხებელია ვაკუუმშეფუთვაში არსებული სოსისები, რომელიც წარმოებიდან 15 დღის ვადაშია ვარგისი. შესაძლებელია წაიღოთ შაშხები, შებოლილი ძეხვეული.

"ლაშქრობისას რეკომენდაციას გავუწევდით ვაკუუმშეფუთულ შებოლილ ძეხვეულს, რომლის შენახვის ვადა და ტემპერატურული რეჟიმი სხვა პროდუქტებთან შედარებით დიდია. აღნიშნული პროდუქციის ტრანსპორტირება შესაძლებელია +10 ტემპერატურაზე, მაშინ როდესაც სოსისების და სხვა კატეგორიის ძეხვეულის შენახვის ტემპერატურული რეჟიმი მაქსიმუმ 6-8 ცელსიუსი გახლავთ"

იმ შემთხვევაში, თუ არსებობს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა, ხანგრძლივი ლაშქრობისთვის საუკეთესო არჩევანია ნიკორას "კაიზერის" ნედლადშებოლილი კატეგორიის ძეხვეული. "აღნიშნული პროდუქტი დამზადების ტექნოლოგიიდან გამომდინარე მაქსიმალურადაა გამომშრალი და შესაბამისად, მისი შენახვის ვადა +15 გრადუს ტემპერატურაზე 60 დღე გახლავთ. ნედლადშებოლილი ძეხვეული დელიკატესად ითვლება და მისი ფასიც ხარისხის შესაბამისია", - ამბობენ "ნიკორაში".

თეა ბითაძე, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია